წარმატების ისტორია: ყავა მონდო
ნავიგატორი
1807


წარმატების ისტორია: ყავა მონდო

ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ყავის ადგილობრივმა მწარმოებელმა ახალი პროდუქტები შემატა ბაზარს და საექსპორტო ბაზრების სამომავლო გაფართოებასაც გეგმავს.

ბევრის დილა ყავით იწყება. ბევრიც ყავას დღის განმავლობაში რამდენჯერმე სვამს. ბევრიც ეთანხმება ერლ ვილსონის ფრაზას, რომ მეცნიერებას ჯერ არ გამოუგონებია იმაზე ეფექტიანი კომუნიკაციის საშუალება ვიდრე ყავის შესვენება.

სწორედ ყავის სიყვარულმა უბიძგა ახალგაზრდა ქართველ წყვილს სანდრო ბერიძესა და მაკა კომახიძეს ახალი კომპანიის შექმნისაკენ 2002 წელს.

„რამდენიმე წლის განმავლობაში რომში ვცხოვრობდით, და მოვიხიბლეთ ყავის სმის იტალიური ტრადიციით. როდესაც საქართველოში დავბრუნდით, ადგილობრივი ბაზარი არ იყო გაჯერებული, არც განებივრებული მაღალი ხარისხის პროდუქტით. შესაბამისად, გადავწყვიტეთ დაგვეწყო იტალიური ყავის “ილი” იმპორტი. შემდეგ ვიფიქრეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა ჩვენ თვითონ მოგვეხალა ყავის მარცვლები და გამოგვეშვა ყავა სახელწოდებით მონდო. სახელი შემთხვევითი არ არის, მიანიშნებს ჩვენს ამბიციაზე, გვსურს ჩვენი კომპანია გლობალური გახდეს,” ამბობს სანდრო ბერიძე.

ამ მიზნის შესრულებაში, კომპანია ბბ-ის საერთაშორისო ექსპერტები დაეხმარნენ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მცირე ბიზნესისათვის კონსულტაციების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.

პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ეხმარებიან სტრატეგიული მართვის საკითხებში, იქნება ეს გაყიდვები, მარკეტინგი, ექსპორტი, ინვესტიციების მოზიდვა და ფინანსური დაგეგმვა.

“ჩვენი კომპანიის ისტორია შეიძლება სრულებით სხვანაირად განვითარებულიყო, რომ არა საერთაშორისო ექსპერტების დახმარება. ჩვენ შეიძლება მოვსულიყავით აქამდე, სადაც დღეს ვართ, თუმცა ეს გზა ბევრად უფრო ხანგრძლივი იქნებოდა,“ ამბობს მაკა კომახიძე. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კომპანიასთან მუშაობა არაერთი მიმართულებით მიმდინარეობდა, მათ შორისაა მწვანე ყავის მარცვლების შერჩევა-შემოტანა, ახალი პროდუქტების განვითარება, წარმატებული სტრატეგიის შემუშავება, ხარისხის კონტროლის სისტემის განვითარება.

„თავიდან, ვინახულეთ არაერთი ყავის საწარმო, მონაწილეობა მივიღეთ სექტორის შეხვედრებში, გამოფენებში, გვეგონა რომ ამ მიმართულებით ყველაფერი ვიცოდით. როდესაც ევრობანკმა შემოგვთავაზა ყავის ტექნოლოგის კონსულტაცია, გაგვიკვირდა, რადგან გვეგონა რომ ჩვენი ცოდნა საკმარისი იყო, თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა. ბევრი ვისწავლეთ: ყავის დაგემოვნება, გემოების განსხვავება და მრავალი სხვა. ამან ყველაფერმა განაპირობა მონდოს ახალი პროდუქტების შემოტანა ბაზარზე,“ ამბობს მაკა.

„პატარა კომპანიისათვის განსაკუთრებით სასარგებლო იყო საერთაშორისო ორგანიზაციასთან სისტემატიური ურთიერთობა. ვისწავლეთ პროფესიულ დონეზე ანგარიშების წარდგენა, მოლაპარაკებების გამართვა-ეს ყველაფერი გვეხმარება დღეს ჩვენს უცხოელ მომწოდებლებთან და პარტნიორებთან საქმიან ურთიერთობებში.“ ამბობს სანდრო ბერიძე.

უკვე ერთი წელია რაც ჩვენი ერთობლივი პროექტი დასრულდა, შედეგების შეჯამების დროა.

დღეს კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა კლასიკური ესპრესო, მოკა, დრიპ ყავა იაპონური ინოვაციური შეფუთვის ტექნოლოგიით და სხვა. მონდოს ყავას შეხვდებით კაფეებსა და რესტორნებში, სუპერმარკეტებში, პროდუქცია ონლაინ სივრცეშიც იყიდება. სწორმა კონსულტაციამ განაპირობა კომპანიის პროფილის შეცვლა: დღეს ის უკვე ექსპორტიორი ქვეყანაა: მონდოს ყავა იყიდება სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში. თუმცა სამომავლო გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია: საქართველოში წარმოებული ყავა მალე ხელმისაწვდომი შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოშიც იქნება.

„გვწამს ჩვენი პროდუქტის, ამერიკის ბაზარზე შესვლა რა თქმა უნდა ამბიციური ნაბიჯია, თუმცა მონდო მომხმარებლის გულებს ნამდვილად მოიგებს, როგორც ეს მოხდა საქართველოში და ჩვენს სხვა საექსპორტო ბაზრებზე,” ამბობს სანდრო.

17-07-2019

წყარო: კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის

19-08-2019

ხულო FEST

17-02-2019

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

23-03-2023

კონკურსი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

08-04-2019

საქართველო ელექტრომობილების გამოშვებას იწყებს -სპეციალური ქარხანა ქუთაისში აშენდება

08-04-2019

საქართველო ელექტრომობილების გამოშვებას იწყებს -სპეციალური ქარხანა ქუთაისში აშენდება

19-08-2019

ხულო FEST

17-02-2019

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

23-03-2023

კონკურსი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ