მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა
ნავიგატორი
1969

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა

18 ივლისს,   შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის საკონფერენციო დარბაზში  მეცნიერების და ინოვაციების  საერთაშორისო    ფესტივალი -2019-ის  საორგანიზაციო  კომისიის  სხდომა გაიმართა, რომელსაც ფესტივალის მონაწილე ინსტიტუციების, საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის  საორგანიზაციო  კომისიის   ხელმძღვანელმა,  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა  ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე,  ფესტივალის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე, საზეიმო  გახსნისა და დახურვის მასშტაბურ ღონისძიებებზე, სხვა საორგანიზაციო და ფინანსურ საკითხებზე,

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა, ზაზა მარუაშვილმა და   ამავე სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა თეა ტარიელაშვილმა ყურადღება გაამახვილეს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებთან  – სამეცნიერო პიკნიკებთან, კონფერენციებთან,  სხვა აქტივობებთან დაკავშირებულ თემატიკაზე,  დაზუსტდა ფესტივალის პროგრამის მნიშვნელოვანი  დეტალები.   დასასრულს, ფესტივალის   საორგანიზაციო  კომისიის  წევრებმა უპასუხეს  შეხვედრაზე დამსწრე  მონაწილე  ინსტიტუციების წარმომადგენელთა  კითხვებს.

19-07-2019

წყარო: sif.ge

26-01-2023

Erasmus+: ტარტუს უნივერსიტეტი ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ონლაინ კურსს იწყებს

04-04-2019

Black Sea Arena-ს ახალი დირექტორი ჰყავს

30-05-2019

ანაკლიის კონსორციუმი: თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება

05-04-2019

გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ