|
16337 |
---|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბ-ნი გიორგი ქობულიას ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში, ქ. ტოკიოში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ბიზნეს ფორუმი და ორმხრივი შეხვედრები ქართულ და იაპონურ კომპანიებს შორის
გაცნობებთ, რომ 2019 წლის 15 მარტს დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბ-ნი გიორგი ქობულიას ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში, ქ. ტოკიოში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ბიზნეს ფორუმი და ორმხრივი შეხვედრები ქართულ და იაპონურ კომპანიებს შორის; აღნიშნული ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორები არიან: სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის რეკონსტრუქციისა, განვითარების ბანკის (EBRD) ტოკიოს ოფისი და JETRO. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოში იაპონიის საელჩო და ასვე საქართველოს საელჩო იაპონიაში.
ფორუმის ფარგლებში, იაპონური კომპანიები გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ბიზნეს შესაძლებლობებს; ამასთანავე, დაგეგმილია ქართული კომპანიების იაპონიაში გამგზავრება და მათთვის იაპონურ კომპანიებთან B2B შეხვედრების ორგანიზება.
გთავაზობთ, თქვენი კომპანია იყოს საქართველოს დელეგაციაში და ორმხრივი შეხვედრების დროს შეხვდეს საქართველოს საინვესტიციო პროექტებით დაინტრესებულ იპონურ კომპანიებს;
თანდართულს გიგზავნით საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმის პროგრამის სამუშაო ვერსიას ( აღნიშნული პროგრამა არის სამუშაო ვერსია და შესაძლებელია მოხდეს მცირედი ცვლილებები); ღონისძიების ჩატარების თარიღია: 15 მარტი ,2019 წ ღონისძიების ჩატარების დროა : 11:00 – 15:30 საათი ღონისძიების ჩატარების ადგილია : JETRO Head Office, Conference Room on the 7th Floor
გთხოვთ, ყველა კომპანიამ თავად შეადგინოთ ვიზიტის განრიგი (იაპონიაში გამგზავრება-უკან წამოსვლა), რადგან საქართველოდან დელეგაციის გამგზავრება ერთიანად არ მოხდება. მთავარია გაითვალისწინოთ, რომ ყველანი იყოთ ტოკიოში 15 მარტს დილიდან, კერძოდ ღონისძიება დაიწყება დილით 11:00 საათზე;
სასტუმროს არჩევანში თავისუფალი ბრძანდებით, რადგან ერთ სასტუმროში დელეგაციის განთავსება არ მოხდება;
მგზავრობის და სასტუმროს ხარჯების დაფარვა უნდა მოხდეს თავად კომპანიის მიერ;
გთხოვთ, შეძლებისდაგავარდ მოკლე ვადებში დაგვიდატუროთ ფორუმში მონაწილეობა, რათა იაპონიის მხარეს მივაწოდოთ ქართული კომპანიების სია სექტორებით, იმისთვის რომ დროულად მოხდეს შესაბამისი სექტორებით დაინტერესებული იაპონური კომპანიების მოწვევა ფორუმზე; ( იაპონიის მხრიდან მონაწილე კომპანიების სიას მოგაწვდით მოგვიანებით, მას შემდეგ რაც იაპონიის მხარე მოგვაწვდის მონაწილეთა სიას) ვიზის საკითხზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ფორუმში მონაწილეობით დაინტერესებულ კომპანიებს;
გთხოვთ მონაწილეობა დაგვიდასტუროთ მეილის საშუალებით ( არაუგვიანეს მ/წ 4 თებერვლისა) ; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შევსებული თანდართული სარეგისტრაციო ფორმა;
საკონტაქტო პირი ნინო ნეფარიძე nneparidze@enterprise.gov.ge; მობ: 577 502 444 ; |
15-02-2019
წყარო: enterprisegeorgia
31-03-2019 თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ |
---|
10-04-2019 სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა |
11-05-2023 EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურული და ინოვაციური პროექტების კონკურსს აცხადებს |
15-02-2019 სახელმწიფო 50 000-200 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა |