აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა
ნავიგატორი
1638


აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა

მსოფლიოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის ფასების ინდექსი შემცირდა.

FAO-ს ფასების ინდექსი აგვისტოში მარცვლეულის და შაქრის ფასების ცვლილების ხარჯზე შემცირდა და 169.8 ერთეული ქულა შეადგენინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.  

ივლისის თვესთან შედარებით 6,4%-ითაა შემცირებული FAO-ს მარცვლეულის ფასებიც, რაც მეტწილად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის მოსავლის ნავარაუდევზე უფრო დიდი მოსავლით იყო განპირობებული, შტატები, სიმინდის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. აგვისტოში შემცირების ტენდენციით გამოირჩეოდა ხორბლის ფასების ინდექსიც, რაც შეეხება ბრინჯს, აგვისტოში ბრინჯის ფასების ინდექსი არ შეცვლილა.

ბრაზილიური რეალის დოლართან მიმართებით გამყარებამ, შაქარზე ფასების 4.0 პროცენტით შემცირება გამოიწვია, ფასების ვარდნას, ასევე, ხელი შეუწყო, ინდოეთსა და მექსიკაში შაქრის უხვმა საექსპორტო მარაგებმა. 

მარცვლეული კულტურებისგან განსხვავებით, 5.9%-ითაა გაიზარდა მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი, ზრდის მიზეზი, ერთის მხრივ, ინდონეზიაში, პალმის ზეთის მწარმოებელ ქვეყანაში, ცუდი კლიმატური პირობები, ხოლო მეორე მხრივ, ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოების დაგეგმილზე დაბალი შედეგებით იყო გამოწვეული.

უწყვეტად, მერვე თვეა იზრდება FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, აგვისტოს თვეში მატებამ 0.5% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისთან შედარებით, ხორცის ფასების ინდექსი 12%-ითაა მომატებული. მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩინეთში, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიის შედეგად შექმნილი ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტია.

ივლისის თვესთან შედარებით, 0.5%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი რაც პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნით და მიწოდების სინკალებითაა განპირობებული.  

06-09-2019

წყარო: pia.ge

24-05-2019

25-26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

17-10-2019

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა

11-04-2019

ქობულია: ტურიზმის კვარტალური შედეგების გამჭვირვალე შეჯამება ახალი ინსტრუმენტია სექტორის განვითარებისთვის

21-10-2022

„ქეშბექის დღიურები“ - ანუ 60%-მდე ქეშბექი ყოველდღე, ლიბერთის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის

21-10-2022

„ქეშბექის დღიურები“ - ანუ 60%-მდე ქეშბექი ყოველდღე, ლიბერთის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის

24-05-2019

25-26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

17-10-2019

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა

11-04-2019

ქობულია: ტურიზმის კვარტალური შედეგების გამჭვირვალე შეჯამება ახალი ინსტრუმენტია სექტორის განვითარებისთვის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ