|
1532 |
---|
„აიქარი“ მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობს
„აიქარის“ (ელექტრომობილების გაზიარების სერვისის) ინფორმაციით, მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ „აიქარს“ ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტი შემოაქვს ქართულ ბაზარზე. ელონ მასკის „ტესლა მოდელი 3“ უკვე „აიქარის“ გაზიარების სერვისშია და დღეიდან, სპეციალური შეკვეთის საფუძველზე, ნებისმიერ პირს, ვინც მართვის მოწმობას ფლობს მინიმუმ ორი წელი, შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით. „ტესლა“ საქართველოს გზებზე ჩვენთვის, როგორც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. როცა საუბრობ მომავლის პროექტებზე, გაქვს ამბიცია შემოიტანო ქვეყანაში ახალი ტრენდები, აკეთო მწვანე ბიზნესი ჯანსაღი მომავლისთვის – „ტესლას“ ელექტრომობილი ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია. დიახ, ჩვენ გვინდა, რომ „ტესლას“ ელექტრომობილები დადიოდეს საქართველოს გზებზე, გარემო დავიცვათ და გავაჯანსაღოთ, დავნერგოთ თანამედროვე ტრენდები, გავზარდოთ ცნობადობა საზოგადოებაში იმ პრობლემატიკის მიმართ, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველია დღეს – გარემოს დაცვა. ვმუშაობთ და ეტაპობრივად ვავითარებთ ბაზარს. წინ კიდევ ბევრი სიახლეა. შემოგვიერთდით და გამოგვყევით მომავლის პროექტების განვითარების გზაზე. დავიცვათ გარემო და დავუტოვოთ მწვანე ქვეყანა ჩვენს მომავალ თაობებს“, – აცხადებს კომპანია „აიქარის“ დირექტორი გიორგი ხუროძე. „ტესლა მოდელი 3“ 2018 წელს შეიქმნა და იგი სრულად ელექტრონულია. „მოდელი 3“ S და X მოდელების გაუმჯობესებული ვერსიაა. ამ მოდელს შეუძლია, ზუსტად 3,2 წამში 0-დან 97-მდე კმ/სთ განავითაროს. კომპანიის ცნობით, „აიქარის“ პორტფელი „ტესლას“ „მოდელი 3“-ის 10 ერთეული ელექტრომობილით შეივსო. ამჟამად ავტოპარკში შემდეგი მარკის მანქანებია: „ნისან ლიფი“, „რენო ზოი“ და „ტესლა მოდელი 3“. კომპანია „აიქარი“ ქართული კომპანიაა, რომელიც თბილისსა და ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ბაზარზე „აიქარი“ 2019 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს. |
06-09-2019
წყარო: 1tv.ge
14-03-2019 2015-2018 წლებში მაღალხარისხიანი რძის წარმოება ორჯერ გაიზარდა |
---|
04-05-2019 ბიტკოინის ღირებულება ერთ დღეში 6%-ით გაიზარდა |
16-11-2022 DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება |
17-10-2019 2019 წელს საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა |