2019 წელს საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა
ნავიგატორი
1695


2019 წელს საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა

2019 წლის 9 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან განხორციელდა. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აცხადებს. მათი ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტირებულმა საწვავმა 231.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 29,7%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რუსეთის შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 215.5 ათასი ტონით (27.6%), აზერბაიჯანი - 122,4 ათასი ტონით (15.7%), თურქმენეთი - 87.9 ათასი ტონით (11.3%); ბულგარეთი - 68,3 ათასი ტონით (8,8%), საბერძნეთი - 45,9 ათასი ტონით (5,9%) და სხვ. 

საერთო ჯამში, 2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 779,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 35,0 ათასი ტონით ანუ 4,3%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (814,4 ათასი ტონა).

„2019 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 403,4 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით (0,5% ) ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ეს მონაცემები უნდა შევაფასოთ დადებითად, ვინაიდან ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაზრდილია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი (დღეისათვის, დაახლოებით, საქართველოში 80 ათასამდე ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს), რომლის საწვავის ხარჯიც მნიშვნელოვნად ნაკლებია სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, თუმცა ისინი ძირითადად გამოიყენება ტაქსებად, რაც ბენზინის მოხმარებას პრაქტიკულად არ ამცირებს.

განსაკუთრებით შემცირებულია დიზელის საწვავის იმპორტი კერძოდ: 2019 წელს, პირველი 9 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 376,0 ათასი ტონა, რაც 33,1 ათასი ტონით (8,0%) ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება მცირდება იმ პირობებში, როცა იზრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველწლიური იმპორტი, სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება.

ჩვენი აზრით, გარკვეულწილად იმპორტის შემცირებაზე იმოქმედა საქართველოდან თურქეთში სატრანსპორტო საშუალებებით (ავზებით) დიზელის გადატანის შემცირებამ, რაც დაკავშირებულია თურქეთში ლირის ინფლაციასთან.

მეორეს მხრივ კი, ჩვენი ინფორმაციით გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებით აღურიცხავი დიზელის შემოდინება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ლაგოდეხისა და წითელი ხიდის გავლით და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და ასევე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, როდესაც ხორციელდება საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ავტომობილებით ხორბლის იმპორტი“, - განაცხადეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

17-10-2019

წყარო: Business Media Georgia

08-11-2022

ევრონიუს ჯორჯიას კონკურსი სტაჟიორების შესარჩევად

30-05-2019

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები $250 მილიონად შეფასდა

10-04-2019

თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ახალ კომპანიას დაევალა

16-11-2022

მეექვსე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 14 ნოემბერს დაიწყო და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

16-11-2022

მეექვსე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 14 ნოემბერს დაიწყო და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

08-11-2022

ევრონიუს ჯორჯიას კონკურსი სტაჟიორების შესარჩევად

30-05-2019

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები $250 მილიონად შეფასდა

10-04-2019

თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ახალ კომპანიას დაევალა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ