საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4 თვის მონაცემებით 20% გაიზარდა
ნავიგატორი
1546


საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4 თვის მონაცემებით 20% გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1,450,847 მგზავრს მოემსახურა. 
 

რაც 20% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1,208,422 მგზავრი).

აპრილში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აპრილში 331,523 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 296,163 მგზავრი ). 4 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადმა 11% მეტი შეადგინა (2018 წელი 1,020,104 მგზავრი). 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის აპრილში 67% გაიზარდა და 67,530 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 40,413 მგზავრი). რაც შეეხება 4 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 224,314 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89% მეტია. (2018 წელი 118,433 მგზავრი).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36,532 მგზავრმა ისარგებლა. რაც 16% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 31,501 მგზავრი). 4 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა და 88,448 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 68,261 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 4 თვეში 1,626 მგზავრს მოემსახურა. რაც 16% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,406 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის პირველ 4 თვეს 261 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 218 მგზავრი).

ჯამში, 4 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,887 მგზავრმა ისარგებლა რაც 16% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 1,624 მგზავრი).

07-05-2019

წყარო: pia.ge

16-06-2023

ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: მონაცემები ცვლილებებისთვის

01-03-2023

A EUROPEAN-FOCUSED INTERNATIONAL BACCALAUREATE (IB) DIPLOMA AT NEW SCHOOL, TBILISI, GEORGIA

27-03-2019

შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის

28-11-2022

საგამოფენო განაცხადების კონკურსი

28-11-2022

საგამოფენო განაცხადების კონკურსი

16-06-2023

ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: მონაცემები ცვლილებებისთვის

01-03-2023

A EUROPEAN-FOCUSED INTERNATIONAL BACCALAUREATE (IB) DIPLOMA AT NEW SCHOOL, TBILISI, GEORGIA

27-03-2019

შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ