ტრენინგი: საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით
ნავიგატორი
446


ტრენინგი: საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით

ტრენინგი: საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება

ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით

ინიციატივის შესახებ
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო
საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო
საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი
მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო
სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო
დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება,
ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების
გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების
სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული
საქმიანობის წახალისება.
3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო
სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით
ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით
შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა
და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და
ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწყებს ტრენინგების სერიას -
„საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება ციფრული ინსტრუმენტების
გამოყენებით“.

ტრენინგების მიზანია: აღჭურვოს საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებასთან
გაუმჯობესებული ურთიერთობის, მხარდამჭერების მოზიდვისა და მოხალისეობრივი ან
ქრაუდფანდინგის კამპანიების ორგანიზების საჭირო უნარებით. ეს ერთის მხრივ მნიშვნელოვნად
შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერებასა და მათი
შესაძლებლობების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, გააუმჯობესებს სამოქალოქო სექტორის
მოქნილობასა და ფინანსურ მდგრადობას.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგ საკითხები:
• მხარდამჭერების/დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და თემის რესურსების
რუქა;
• საზოგადოებასთან ურთიერთობა და ციფრული კომუნიკაციის მნიშვნელობა;
• ციფრული კომუნიკაციის პლატფორმები და ინსტრუმენტები;
• მხარდამჭერთა მოზიდვის კამპანია და მისი სახეები;
• კამპანიების დაგეგმვა

ტრენინგები ტარდება 2 ეტაპად, პირველი ეტაპი განხორციელდა 2022 წლის მაისი-ივნისის თვეებში
კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის სამოქალაქო
ჯგუფების წარმოამდგენლებისთვს.
ახლა კი ცხადდება ტრენინგების ჩატარების მეორე ეტაპი. ტრენინგი ჩაუტარდება სულ 150
ადამიანს, მონაწილეთა რაოდენობა 1 ტრენინგზე 15-18 კაცი. თითოეული ტრენინგის
ხანგრძლივობაა 2 სრული დღე.

მეორე ეტაპზე კვლავ ჩატარდება 5 ტრენინგი 2022 წლის 26 სექტემბერი - 19 ოქტომბერი
პერიოდში.
ტრენინგები ჩატარების განრიგი და ლოკაცია შემდეგია:
• 26 - 27 სექტემბერი - ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი
• 7 - 8 ოქტომბერი - ქუთაისი, იმერეთი
• 9 - 10 ოქტომბერი - ზუგდიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთი
• 16 - 17 ოქტომბერი - ოზურგეთი, გურია
• 18 - 19 ოქტომბერი - ბათუმი, აჭარა

ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 20 სექტემბერი, 18:00 სთ.
მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტრენინგის დარბაზი, კვება, სატრანსპორტო
ხარჯები.

დღის წესრიგი და სხვა აუცილებელი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ დამატებით მოგეწოდებათ.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ თავიანთი
გეოგრაფიული მდებარეობის შესატყვის ლოკაციაზე/რეგიონებზე და მითითებულ რიცხვებში.

შესაძლებელია, ტრენინგში მონაწილეობისთვის ერთი ორგანიზაციის / ჯგუფის მიერ ერთზე მეტი
მონაწილის რეგისტრაცია, თუმცა შეზღუდული რაოდენობის გამო, შერჩევის პროცესში
უპირატესობა სხვადასხვა ჯგუფიდან/ორგანიზაციიდან წარდგენილ კანდიდატებს მიენიჭებათ.
ტრენინგზე მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. დაინტერესებულ
პირებს ვთხოვთ შეავსონ განაცხადი ამ ლინკზე: https://bit.ly/3BiqyFN
დამატებითი ინფორმაციისთის დაუკავშირდით ნინო ქიტუაშვილს - nino.kituashvili@csrdg.ge ან
577 76 05 72.
დეტალური ინფორმაცია შერჩეულ მონაწილეებს დაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე.

 


 

წყარო: CSRDG

08-09-2022

წყარო: CSRDG

12-01-2024

აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით

18-02-2019

შშმ პირებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობა 50 ლარით დაჯარიმდება

13-05-2019

იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით გაიზარდა

23-11-2022

Global Short Docs Forum

23-11-2022

Global Short Docs Forum

12-01-2024

აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით

18-02-2019

შშმ პირებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობა 50 ლარით დაჯარიმდება

13-05-2019

იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით გაიზარდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ