არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა
ვაშლის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებსაც 2022 წლის განმავლობაში განზრახული აქვთ ვაშლის მიღება-გადამუშავება, ვალდებულნი არიან:
გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით - საკოორდინაციო შტაბში; კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ რეგისტრაციის წერილი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით info@rda.gov.ge ელექტრონულ ფოსტაზე.
აღნიშნულ წერილში უნდა მიუთითონ შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება
- ვაშლის მისაღები პუნქტის მისამართი
- საიდენტიფიკაციო ნომერი
- საკონტაქტო პირის სახელი გვარი
- საკონტაქტო პირის მეილი
- საკონტაქტო პირის მობილური ნომერი
- კომპანიის საბანკო რეკვიზიტები (ლარის ანგარიში);
- სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიური ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სატრანსპორტო სასწორის დამოწმების შესახებ, რომელიც გაცემული უნდა იყოს 1 აგვისტოს შემდეგ.
- საწარმოს ინტერნეტით და შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეო კონტროლის შესაბამისი სისტემით აღჭურვის შესახებ ინფორმაცია.
საკორდინაციო შტაბის მისამართი: ქ. გორი, გრიგოლ ფერაძის N5
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო