მოწვევა საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
ნავიგატორი
941


მოწვევა საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდი ახორციელებს ინიციატივას -  საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერა ცვლილებებისათვის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ევროპის ფონდი იწვევს ჟურნალისტებს და ბლოგერებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი ჩატარდება 24-26 ოქტომბერს, თბილისში. მონაწილეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცაა წყაროების მოძიებისა და  ინტერვიუების ჩატარების ეფექტური ტექნიკა, მონაცემების მოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ, სოციალური მედიისა და ვიზუალის გაშუქების ინსტრუმენტად გამოყენება, გამოძიების პრეზენტაცია, კონფიდენციალური წყაროების და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვა და უსაფრთხო კომუნიკაცია.

ტრენინგებს გაუძღვებიან არაერთი ჯილდოს მფლობელი  გამომძიებელი  ჟურნალისტები და საგამოძიებო ჟუნრალისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოს ჟურნალისტ-გამომიებლის სახელმღვანელო - დოკუმენტების, მონაცემთა ბაზებისა და მეთოდების გზამკვლევი ავტორები მარკ ჰორვიტი და ბრანტ ჰიუსტონიდა პრესის თავისუფლების ფონდის (Freedom of the Press Foundation) ციფრული უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოადგილე, ციფრული უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი ოლივია მარტინი.   

ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გაეცანით განცხადების სრულ ტექსტს.

 


 

წყარო: ევროპის ფონდი

12-09-2022

წყარო: ევროპის ფონდი

04-03-2019

ლევან დავითაშვილი დაბა თიანეთში ფერმერებს შეხვდა

11-09-2019

კონტრაქტორი ორგანიზაციების ღია კარის დღე

01-05-2019

მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა

24-04-2019

მარიამ ქვრივიშვილმა Startup Grind-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

24-04-2019

მარიამ ქვრივიშვილმა Startup Grind-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

04-03-2019

ლევან დავითაშვილი დაბა თიანეთში ფერმერებს შეხვდა

11-09-2019

კონტრაქტორი ორგანიზაციების ღია კარის დღე

01-05-2019

მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ