3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა
ნავიგატორი
1852


3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1,014,732 მგზავრს მოემსახურა, რაც 21%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

როგორც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განმარტავენ, მარტში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში: უფრო კონკრეტულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მარტში 314,065 მგზავრს მოემსახურა, რაც 8 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 290739 მგზავრი ). ოფიციალური სტატისტიკით, 3 თვის ჭრილში მგზავრთნაკადის ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 804,673 მგზავრით 11% შეადგინა (2018 წელი 3 თვე - 723,941 მგზავრი). აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის მარტში 83%-ით გაიზარდა და 53316 მგზავრი შეადგინა (2018 წლის მარტი - 29161 მგზავრი). რაც შეეხება 3 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 156784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101%-ით მეტია. (2018 წლის 3 თვე - 78020).

ამასთან, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 21664 მგზავრმა ისარგებლა, რაც 16%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის მარტი - 18631 მგზავრი). 3 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 41%-ით გაიზარდა და 51916 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 3 თვე - 36760 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის მარტში 421 მგზავრს მოემსახურა, რაც 60%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 მარტი - 263 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის მარტში 44 -მა მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა, რაც 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 მარტი - 27 მგზავრი მგზავრების ზრდა - 30% ).

უწყების მონაცემებით, ჯამში, 3 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,359 მგზავრმა ისარგებლა, რაც 71%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წლის 3 თვე - 797).

05-04-2019

წყარო: bpn.ge

16-03-2023

აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024

14-05-2019

“კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი”

16-12-2019

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქედის LAG ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით

26-10-2022

ანალიტიკური სტატიების კონკურსი

26-10-2022

ანალიტიკური სტატიების კონკურსი

16-03-2023

აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024

14-05-2019

“კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი”

16-12-2019

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქედის LAG ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ