შესაძლებლობების ფონდი
ნავიგატორი
727


შესაძლებლობების ფონდი

შესაძლებლობის ცენტრი სთავაზობს მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდებს, ვისაც ამის ფინანსური საჭიროება აქვს, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში საჭირო ტესტებისა და სააპლიკაციო მოსაკრებელის გადახდას. მაღალი პოტენციალი ნიშნავს, რომ უკვე კარგად იცით ინგლისური და აპლიკაციის მომზადების პროცესში ხართ, სავარაუდოდ უკვე გაქვთ არჩეული უნივერსიტეტები და გამოირჩევით მაღალი აქტიურობით. ასევე, მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდებია, ვისაც აინტერესებს საკუთარი კარიერის არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ საზოგადოებისთვის საკეთილდღეოდ გამოყენება.

შესაძლებლობის ფონდი იწყებს აპლიკაციების მიღებას და წლის განმავლობაში, ყოველი ორი კვირის მანძილზე განიხილავს აპლიკაციებს. აპლიკაციები მიიღება მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისგან, ასევე საქართველოს უნივერსიტეტების პირველი კურსის სტუდენტებისგან, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა სურს.

ჩვენ ნაწილობრივ ან სრულად ვაფინანსებთ ტესტების (SAT, TOEFL, IELTS, ACT), ტესტებისთვის მოსამზადებელი მასალების, სააპლიკაციო მოსაკრებელის ხარჯებს. თუ თქვენი ხარჯი არ შედის ამ ჩამონათვალში, მაგრამ მაინც არის დაკავშირებული საუნივერსიტეტო აპლიკაციასთან, მაინც შეავსეთ განაცხადი.

ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ყველა აპლიკანტს, ამიტომ ხშირად გვიჭირს რთული არჩევნის გაკეთება შეზღუდული დაფინანსების პირობებში. ჩვენ განსაკუთრებით გვსურს მათი დაინტერესება, ვისთვისაც ეფექტური ალტრუიზმის იდეები ახლოა, თუმცა ეს არ არის დაფინანსების მიღების ან არმიღების მთავარი კრიტერიუმი.

ჩვენ ვთანამშრომლობთ EducationUSA Georgia-სთან, რომელმაც საკუთარ ექსპერტიზაზე დაყრდნობით აპლიკაციის შემუშავებაში დაგვეხმარა. დაფინანსების მიღების ორი გზა არსებობს. პირველი არის უშუალოდ შესაძლებლობის ცენტრიდან განაცხადის გაგზავნა (ბმული იხილეთ ქვემოთ). მეორე კი ღიაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც გაიარა EducationUSA-ს კონსულტაციები ან EducationUSA-ს Competitive College Club-ის წევრია (შეგიძლიათ, ორგანიზაციას დაუკავშირდეთ აქ). იმას, თუ როგორ გამოაგზავნის განაცხადს აპლიკანტი, გავლენა არ აქვს დაფინანსების მიღებაზე ან არმიღებაზე.

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნის წინ ყურადღებით გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ყველა პირობას. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

 


 

წყარო: შესაძლებლობების ცენტრი

16-09-2022

წყარო: შესაძლებლობების ცენტრი

02-04-2019

ჭავჭავაძის #5-ში სამუშაოების მწამოებელი ძირითად კომპანიას „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა, „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, „ხიმიჯ სერვისი“ კი - 1000 ლარით

11-03-2019

 სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს მთის კურორტების და კომპანიის „რედკო“ მხარდაჭერით

12-07-2019

2019 წლის ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

22-09-2022

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022

22-09-2022

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022

02-04-2019

ჭავჭავაძის #5-ში სამუშაოების მწამოებელი ძირითად კომპანიას „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა, „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, „ხიმიჯ სერვისი“ კი - 1000 ლარით

11-03-2019

 სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს მთის კურორტების და კომპანიის „რედკო“ მხარდაჭერით

12-07-2019

2019 წლის ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ