|
2482 |
---|
როგორია მარწყვის იმპორტი საქართველოში და მსოფლიო ბაზრის ტენდენცია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის ორ თვეში საქართველოში 28 800 დოლარის ღირებულების მარწყვის იმპორტი განხორციელდა. ექსპორტზე კი ქვეყნიდან 4 400 დოლარის ღირებულების მარწყვი გავიდა. ადგილობრივ ბაზარზე მარწყვის ძირითადი იმპორტიორი თურქეთია. აპრილის მონაცემებით საკოლმეურნეო ბაზარში 1 კილოგრამი მარწყვის ფასი 10 ლარია. მიმდინარე სეზონზე უცხოეთის ბაზარზე 1 კილოგრამი მარწყვის ფასი 0,60 დოლარიდან 1,50 დოლარამდე მერყეობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წელს ქვეყანაში 327 600 დოლარის ღირებულების მარწყვის იმპორტი განხორციელდა. 2017 წელს კი ქვეყნიდან მარწყვის შემოსატანად 265 000 დოლარი, ხოლო 2018 წელს 180 200 დოლარი გავიდა. რაც შეეხება ექსპორტს, 2016 წელს ქვეყნიდან 18 600 დოლარის ღირებულების მარწყვი გავიდა, 2017 წელს 19 800 დოლარის, ხოლო 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 26 500 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მარწყვის ადგილობრივ წარმოებას 2016 წელს 2,6 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო 2017 წელს 2,7 ათასი ტონა. 2018 წლის მონაცემები სტატისტიკის სამსახურს ჯერ არ გაუსაჯაროვებია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას მარწყვის ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ჭარბი იმპორტის ფონზე პროდუქტის ფასი მაღალია. მარწყვზე ფასი ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ მაის-ივნისში მცირდება, როცა საქართველოს რეგიონებიდან პროდუქტის მიწოდების მაჩვენებელი მაღალია. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციას 2019 წელს ბაღის მარწყვის სეზონი რეკორდულად დაბალი ფასებით დაიწყო. როგორც გამოცემა east-fruit ექსპერტები მიმოხილვაშია ნათქვამი, ევროპის სამხრეთ რეგიონებში ბაღის მარწყვის სეზონი უკვე დაიწყო და დაბალი ფასების თვალსაზრისით, ყველა რეკორდი მოხსნა. ამის გამო უკმაყოფილებას უკრაინელი ფერმერები გამოთქვამენ, რადგან ისინი პროდუქტის ასაღებად ჯერ მხოლოდ ახლა ემზადებიან. east fruit-ის ექსპერტების შეფასებით, 2019 წლის მარტის პირველი კვირის მდგომარეობით, ფასების დაბალი ტენდენციებია უკრაინაში, ტაჯიკეთსა და რუსეთში. ამასთან, პროდუქტის ფასი მცირდება პოლონეთშიც, სადაც ამ დროისთვის მარწყვის ღირებულება 1,44 დოლარს შეადგენს. ეს კი, უკრაინის ბაზარზე ფასების კიდევ უფრო დაცემის პერსპექტივას ქმნის. east fruit-ის შეფასებით მსოფლიო ბაზარზე მარწყვის ფასის კლება მაროკოსა და ალბანეთში ჭარბმა წარმოებამ განაპირობა. ევროკავშირის ბაზარზე ამ ქვეყნებიდან 1 კილოგრამი მარწყვის იმპორტის ფასი 0,60 დოლარია. ამიტომ ევროკავშირის ბაზრის ძირითადი მოთამაშეები ესპანეთი და საბერძნეთი იძულებული არიან პროდუქტის ხარისხის შეინარჩუნონ, ხოლო ფასი დასწიონ. |
10-04-2019
წყარო: imedinews.ge
21-03-2019 გაცნობებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს გუნდი მზადებას იწყებს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით |
---|
01-05-2019 დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო |
11-05-2023 EU4Dialogue სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში კულტურის მენეჯმენტის აკადემიის მეოთხე ტალღას იწყებს |
10-04-2019 აშშ-მა ევროკავშირიდან $11 მილიარდის პროდუქტებზე შესაძლოა ტარიფები დააწესოს |