|
| 2203 |
|---|
შვედეთის პარლამენტის დელეგაცია თბილისის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კრიზისულ ცენტრს ესტუმრენ
| ► 28 აგვისტოს შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და პარლამენტის ფრაქციების ლიდერები, საქართველოში შვედეთის ელჩთან ერთად, თბილისის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კრიზისულ ცენტრს ესტუმრენ. ► თბილისის კრიზისული ცენტრი 2016 წელს, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. 2010-2018 წლებში გაეროს ერთობლივი პროგრამის გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომპონენტის ფარგლებში, შვედეთის დაფინანსებით, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ცხელი ხაზი 116006, მსხვერპლთა ოთხი თავშესაფარი და თბილისის გარდა, სხვადასხვა რეგიონში კიდევ ორი კრიზისული ცენტრი ამოქმედდა. ეს სერვისები ამჟამად სახელმწიფოს დაფინანსებით ფუნქციონირებს. ► გაეროს ერთობლივი პროგრამა "გენდერული თანასწორობისთვის" შვედეთის მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი და იგი გაეროს სამი სააგენტოს — გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება. ► შეხვედრისას შვედეთის პარლამენტისა და საელჩოს წარმომადგენლებმა საქართველოში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. „ადამიანის უფლებები და ქალთა უფლებები თავისუფალი და ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტია და შვედეთის სახელმწიფო მსოფლიოს ყველა კუთხეში ამ პრინციპის ერთგულია", - აღნიშნა შეხვედრაზე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეს ნორლენმა. |

29-08-2019
წყარო: UN Women Georgia
|
17-07-2023 ერთწლიანი გაცვლითი პროგრამა ამერიკაში |
|---|
|
10-04-2019 კობა გვენეტაძე მსესხებლის წერილს ასაჯაროებს - მათ საყურადღებოდ, ვინც გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა |
|
11-04-2019 „ვითიბი ბანკი“ გათამაშებას იწყებს |
|
20-02-2019 გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის სამშენებლო ობიექტებზე წესები გამკაცრდება |