|
| 1122 |
|---|
2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს
| გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩართულობით, ახალი, ეგრეთ წოდებული, ლიდერ პროგრამა მომზადდა. პროგრამა ევროპული ტიპის სოფლის განვითარების მოდელს ითვალისწინებს და გულისხმობს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან ფორმირებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ინსტიტუციურ ჩართვას პროგრამის განხორციელების პროცესში. კერძოდ, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე დაყრდნობით, მათ მიერ შერჩეული პროექტები დაფინანსდება მეწარმეობის განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებებით. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ახალი პროგრამა, რომლის განხორციელება 2023 წლიდან დაიწყება, სრულად აპრობირებული იქნება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ პროგრამებთან, რაც გულისხმობს, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით იმ მიმართულებების განსაზღვრას, სადაც ამა თუ იმ მუნიციპალიტეტს სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება“,- განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო |

10-10-2022
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
|
21-12-2022 სტიპენდიები ისრაელში |
|---|
|
20-02-2019 თურქეთიდან იმპორტი 6.4%-ით გაიზარდა, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი 24%-ით შემცირდა |
|
30-09-2019 თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება |
|
04-04-2019 ტერაბანკი ქართველ ემიგრანტებს ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს |