ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელთათვის
ნავიგატორი
1150


ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელთათვის

მწერალთა სახლი დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის შემოქმედების მიხედვით ორი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:

1. რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები?

2. ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან

➡️ პირველი ესეს წერისას შეგიძლიათ განიხილოთ დავით კლდიაშვილის ერთი ან რამდენიმე მოთხრობა („სამანიშვილის დედინაცვალი“, „სოლომონ მორბელაძე“, „ბაკულას ღორები“).

➡️ საკონკურსო ესეები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე nbekishvili@writershouse.ge.

➡️ ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას).

 აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, რეგიონი, სკოლა და საკონტაქტო ტელეფონი.

???? კონსულტაციისთვის დარეკეთ: 593393866 (ნინო ბექიშვილი)

 საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის  18 ნოემბერი.

ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება.

დაჯილდოება გაიმართება დეკემბერში, მწერალთა სახლში.

გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.

I პრემია – 300-ლარიანი ვაუჩერი

II პრემია – 200-ლარიანი ვაუჩერი

II პრემია – 100-ლარიანი ვაუჩერი

გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი ღამისთევა.

26-10-2022

წყარო: მწერალთა სახლი

19-04-2019

როგორ დავიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან

08-04-2019

Boeing-მა პროდუქციის წარმოება შეამცირა

10-04-2019

„სოსიეტე ჟენერალი“ 1 600 თანამშრომელს ათავისუფლებს

07-05-2019

'2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის...'

07-05-2019

'2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის...'

19-04-2019

როგორ დავიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან

08-04-2019

Boeing-მა პროდუქციის წარმოება შეამცირა

10-04-2019

„სოსიეტე ჟენერალი“ 1 600 თანამშრომელს ათავისუფლებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ