შეღავათიანი აგროსესხით ფერმერებს შეუძლიათ აგროდრონი და მეტეო სადგური შეიძინონ
ნავიგატორი
941


შეღავათიანი აგროსესხით ფერმერებს შეუძლიათ აგროდრონი და მეტეო სადგური შეიძინონ

კონკურსის შესახებ:

 

 

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიები. შეღავათიანი აგროსესხით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის (აგროდრონი) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა.  

შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალების კომპონენტში, დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ ისეთი აგროდრონების შეძენა, რომლებსაც ექნებათ  შესხურების, ასევე  აგრონომიული დანიშნულებით სკანირების ფუნქცია.  სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20,000 ლარიდან - 1,500,000 ლარამდეა. იგივე პირობა მოქმედებს მეტეო სადგურების მოწყობის შემთხვევაში.  ფერმერები  საკუთარ მეურნეობებში მეტეო სადგურის მეშვეობით შეძლებენ კლიმატის პროგნოზირებას, მავნებლებისა და დაავადებებისგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციას, ასევე, სხვადასხვა აგრო სამუშაოების დასაგეგმად საჭირო მონაცემების შეგროვებას. 

სოფლის მეურნეობაში თანამედროვე გამოწვევების გადასალახად,  გონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება მეტად აქტუალური ხდება, რათა უფრო მეტი შედეგის მიღება გახდეს შესაძლებელი, გაიზარდოს პროდუქტიულობა, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი კუთხით, ნაკლები დანახარჯების გაწევით. აღნიშნული მიდგომების გამოყენებით, შესაძლებელი ხდება  საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე; სოფლის მეურნეობის სექტორში შეიქმნას მეტი შემოსავალი და დარგის განვითარების პროცესი მდგრადობის პრინციპებზე იყოს  დაფუძნებული.

 


 

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

01-12-2022

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

21-02-2019

„საპარტნიორო ფონდს“ მსოფლიოში სიდიდით მესამე „ჩინეთის ბანკის“ პრეზიდენტი ეწვია

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს

17-07-2019

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი

26-02-2019

თბილისის მერიის ინიციატივით, სამშენებლო მტვრის წარმოქმნის კონტროლი მკაცრდება

26-02-2019

თბილისის მერიის ინიციატივით, სამშენებლო მტვრის წარმოქმნის კონტროლი მკაცრდება

21-02-2019

„საპარტნიორო ფონდს“ მსოფლიოში სიდიდით მესამე „ჩინეთის ბანკის“ პრეზიდენტი ეწვია

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს

17-07-2019

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ