ახალი შეზღუდვების გამო 64%-ს სესხის აღების პროცესში პრობლემები შეექმნა - TI კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 64%-ს სმენია 2019 წლის პირველი იანვრიდან ეროვნული ბანკის მიერ სესხების გაცემაზე დაწესებული ახალი შეზღუდვების შესახებ. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ გამოკითხულთა 14%-მა სცადა ახალი კრედიტის აღება, რომელთაგან 64%-ს სესხის აღების პროცესში პრობლემები შეექმნა.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.