|
| 814 |
|---|
ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024
| ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობისა და კავშირების გაფართოების მიზნით 2001 წლის 13 აპრილს გაფორმებული შეთანხმება.
საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.
პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ასევე უფროს მეცნიერ-თანამშრომელთა პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას. კერძოდ:
აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა ასევე შესაძლებელია ჩინურ ენაზე, თუ ფლობთ ჩინური ენის HSK Level 3 და HSK Level 4-ის დონეს.
მსურველებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: http://www.csc.edu.cn/studyinchina ან http://campuschina.org, ატვირთონ ყველა მოთხოვნილი საბუთი და დანართში მითითებული დოკუმენტაცია ასლის სახით წარმოადგინონ ცენტრის საკონტაქტო მეილზე info-iec@iec.gov.ge;
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 13 იანვრის ჩათვლით. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სწორად და სრულყოფილად შევსებული განაცხადი. წარმოსადგენი დოკუმენტების და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში
|

23-12-2022
წყარო: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
|
10-04-2019 „რეზონანსი" - ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-ს მიაღწევს - რა ელის მომხმარებელს? |
|---|
|
21-03-2019 საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა |
|
01-05-2019 iPhone-ის გაყიდვები რეკორდული ტემპით დაეცა |
|
26-01-2023 სასწავლო ინიციატივა, „ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ ქართული მედიის წარმომადგენლებს კონკურსში იწვევს |