|
| 1340 |
|---|
სტაჟირება ევროკომისიაში — შეიტანეთ განაცხადი 31 იანვრამდე
| ევროკომისიამ გახსნა რეგისტრაცია სტაჟირებაზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში დაიწყება. სტაჟირების პროგრამა, Blue Book, პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ევროკავშირის დირექტორატებში, ინსტიტუტებსა და სააგენტოებში ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზებით იძლევა. სტაჟირების გავლა შესაძლებელია ბრიუსელში, ლუქსემბურგში ან ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქალაქში, სადაც ევროკავშირის სააგენტოები მდებარეობს. კონკურსი უპირატესად ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაა გამოცხადებული, მაგრამ ადგილების შეზღუდული რაოდენობა არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაცაა გამოყოფილი. განაცხადის შეტანა შეგიძლიათ, თუ ხართ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნებისმიერ დისციპლინაში, არ გაქვთ ექვს კვირაზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება ევროკავშირის ინსტიტუტებში, ორგანიზაციებში, სააგენტოებსა თუ წარმომადგენლობებში და კარგად ფლობთ ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენას. განაცხადების შეტანის ბოლოო ვადაა 2023 წლის 31 იანვარი. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:იანვარი 31, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

17-01-2023
წყარო: ევროკომისია
|
10-04-2019 ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა |
|---|
|
28-02-2019 ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა |
|
02-08-2023 სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა |
|
06-03-2019 სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება და დონორები თანამშრომლობენ საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემების გასაუმჯობესებლად |