|
| 985 |
|---|
EU4Environment-ის პროგრამა საკომუნიკაციო სფეროში კონტრაქტორს ეძებს — შეიტანეთ განაცხადი 13 თებერვლამდე
| ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი EU4Environment-ის წყლის რესურსებისა და გარემოსდაცვითი მონაცემების პროგრამა კონტრაქტორს ეძებს. შერჩეულ კანდიდატს საქართველოში წყლის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე საკომუნიკაციო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მხარდაჭერა დაევალება. კერძოდ, კონტრაქტორი პასუხისმგებელი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის სათანადო გზავნილების მიწოდებასა და ნაბიჯების შეთავაზებაზე. ამას გარდა, ის პროგრამის ფარგლებში ცალკეული ინიციატივის შემუშავებისა და განხორციელების პროცესებს გაუძღვება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართულ კომპანიებს ან არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფ(ებ)ს, უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებს და ასე შემდეგ. კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის მაქსიმალური ოდენობაა 25,000 ევრო. პროექტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია: მთელი გუნდის ანაზღაურება, საკომუნიკაციო მასალების დამზადება (იქნება ეს ინფოგრაფიკები, ვიდეორგოლები, ფოტოები თუ ბრენდირებული პროდუქცია), ბეჭდური მომსახურება და ღონისძიებათა ორგანიზების ხარჯები (ადგილის დაქირავება, კვება, ტრანსპორტი, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა). განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 13 თებერვალი. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:თებერვალი 13, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

17-01-2023
წყარო: ევროკავშირი
|
03-04-2019 შიდა ქართლის გუბერნატორმა გრინვეის სერვის ცენტრი დაათვალიერა |
|---|
|
24-04-2019 ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს |
|
21-03-2019 „ბიზნესპრესნიუსის“ გამოკითხვა - სუპერმარკეტების რომელი ქსელის მომხმარებელი ხართ? |
|
15-02-2019 კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს |