|
687 |
---|
პროფესიული პრაქტიკის პროგრამა
პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) არის ორმხრივი გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის. პროგრამის მიზანია ფინალისტებმა გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის საკანონდებლო პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლის და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულ და ქართულ ორგანიზაციებს შორის, რათა ერთობლივი ძალებით შემუშავდეს საერთო პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა. პროგრამის ფინალისტებს ექნებათ საშუალება 5-6 კვირიანი სტაჟირება გაიარონ შტატის საკანონმდებლო, ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ან არასამთავრობო ორგანიზაციებში. ასევე, ისინი ჩაერთვებიან შტატის მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობის და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში. 2023-2024 წლის პროგრამის ფინალისტები ორი ეტაპისგან შემდგარი კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია, ხოლო მეორე ეტაპზე გადასულ ნახევარფინალისტებს გასაუბრება ჩაუტარდებათ ან ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისში, ან ვირტუალურ სივრცეში. ფინალისტების შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი კომისიის წევრები იღებენ ამერიკული საბჭოების ვაშინგტონის ოფისთან ერთად. მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
შერჩეული მონაწილეები პროგრამის ერთ-ერთ ნაკადში მოხვდებიან. აპლიკაციის შევსებისას აუცილებალდ მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ნაკადი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ ამერიკაში გამგზავრება დამოკიდებულია პანდემიის პირობებზე და მოგზაურობის შეზღუდვებზე. პროგრამისთვის მნიშვნელოვანია მონაწილეების და მასპინძელი ორგანიზაციის წარმომადგენლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება პროგრამის მონაწილეების ამერიკაში გამგზავრება, მონაწილეები გაივლიან ვირტუალურ პროგრამას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს: www.professionalfellows.org ელექტრონიული აპლიკაციის შესავსება შესაძლებელია შემდეგ პლატფორმაზე: ais.americancouncils.org/pfp. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა არის 31 იანვარი, 2023 წელი. კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს – ნინო ჯიბუტს
წყარო: American Councils |
20-01-2023
წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო
23-12-2022 კატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები |
---|
02-12-2019 11,000 კგ ჩირის და ტყლაპის წარმოება წლიურად - წნორში გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა |
10-04-2019 11 აპრილიდან ვახუშტის ხიდზე მოძრაობის ზოლი იცვლება |
26-10-2022 როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა? |