EBRD საქართველოსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო ტექნოლოგიურ ჰაბებს ხსნის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო ტექნოლოგიური ჰაბები გახსნა. ეს სივრცეები 280 სტუდენტს უზრუნველყოფს ტრენინგით, რომელიც მათ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებას გაუადვილებს.
პროგრამა ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებასა და ახალგაზრდების მხარდაჭერას. საქართველოს შემთხვევაში კი ინიციატივა, ამასთან, ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირებსა და უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარება.
EBRD ამ პროექტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და აზერბაიჯანის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საკოორდინაციო და ანალიტიკურ ცენტრთან ერთად ახორციელებს.


წყარო: http://newsday.ge/