|
| 1263 |
|---|
ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 2023-2024 აკადემიური წლისათვის
| კონკურსის შესახებ:
ჩინეთის მთავრობა 2023-2024 აკადემიური წლისათვის აცხადებს სტიპენდიებს პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მაგისტრატურის საფეხურის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მექანიკური ინჟინერია; კომპიუტერული მეცნიერება და ტექნოლოგიები; საერთაშორისო ორგანიზაციები და გლობალური მმართველობა. აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს და არ უნდა იყოს ჩინეთის მოქალაქე. უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომი და მინიმუმ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭებათ შესაბამის პროგრამაზე სამუშაო გამოცდილების მქონე აპლიკანტებს. დაინტერესებული პირებისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 აპრილი. განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ ლინკს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელფოსტაზე: master_phd@bit.edu.cn
|

09-02-2023
წყარო: ჩინეთის მთავრობა
|
17-01-2023 EU4Environment-ის პროგრამა საკომუნიკაციო სფეროში კონტრაქტორს ეძებს — შეიტანეთ განაცხადი 13 თებერვლამდე |
|---|
|
17-07-2023 კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“ |
|
08-04-2019 ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება — მამუკა ბახტაძის დაპირება |
|
02-04-2019 "გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში წელს მეექვსედ აღინიშნა |