|
490 |
---|
კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“
კონკურსის შესახებ:
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში აცხადებს უკვე ტრადიციულ კონკურსს ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“. 2023 წელს კონკურსის თემაა: საქართველო ევროპაა.
კონკურსის მიზანი:
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს: მათ შორის სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს (ასაკი 30 წლამდე). ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში, ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს. მოსწავლეების შემთხვევაში თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი. კონკურსის თემაა: საქართველო ევროპაა.
მონაწილეებმა უნდა დაგეგმონ და განახორციელონ საინფორმაციო კამპანია, ფლეშმობი, სოციალური მედია კამპანია, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი ინიციატივები (მაგ. ერთობლივი დისკუსიების გამართვა, ერთობლივი კამპანიის ორგანიზება და ა.შ.) და სხვა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, იმ სარგებელზე რასაც ქვეყანა მიიღებს. ასევე საქართველოს ევროპულ იდენტობაზე, ჩვენი ღირებულებების სიახლოვეზე და იმაზე რომ „საქართველო ევროპაა“.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს მიეცემათ ონლაინ შეხვედრებზე დასწრების საშუალება, სადაც მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას და მასალას ამ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვის და განხორციელებისთვის.
საკონკურსოდ წარმოსადგენი მასალა: საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოთ აქტივობის მოკლე ანგარიში (ფოტო ან ვიდეო რეპორტაჟი, ბმული და სხვა); (დეტალური ინსტრუქცია იხ. საკონკურსო განაცხადის ფორმაში https://civilin.org/wp-content/uploads/2023/05/sakonkurso_ganatskhadis_phorma_2023.docx). შეფასება: კონკურსი ახალგაზრდებისთვის – „ეს ქვეყანა შენია“ გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამარჯვებულები გამოვლინდებიან რეგიონების მიხედვით. რეგიონის გამარჯვებულებს გამოავ-ლენს კომპეტენტური ჟიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და სამოქალაქო განათლების ექსპერტების მონაწილეობით. კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. საკონკურსო მასალების შეფასების კრიტერიუმები: შესაბამისობა კონკურსის მიზანთან (20%); კონკურსის ვადები: საკონკურსოდ წარმოდგენილი აქტივობა უნდა განხორციელდეს 2023 წლის ივნისიდან – 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით.
წყარო: https://stipendia.ge/ |
17-07-2023
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
23-09-2021 European Union in Georgia |
---|
02-04-2019 ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება |
06-03-2019 ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი EBRD-ს პრეზიდენტს შეხვდა |
31-08-2022 მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა |