|
485 |
---|
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მეათედ აცხადებს და პროგრამაში გარკვეული სიახლეები შეაქვს, რომლის პრეზენტაციაც ტექნოპარკში გაიმართა. 150 000 ლარინი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მონაწილეობის პირობები იცვლება და დაინტერესებულ პირებს 15 თებერვლიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასებას განახორციელებს კონტრაქტორი კომპანია და წინასწარ შერჩეულ 150 სტარტაპს გადაამზადებს ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომი საფეხური მოიცავს პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას, რომელიც გულისხმობს პროექტის ბიუჯეტს, აქტივობების გეგმას, ფინანსურ პროგნოზსა და ინფორმაციას გუნდის შესახებ. განაცხადების შეფასებას განახორციელებენ საერთაშორისო ექსპერტები და შეფასდებიან, როგორც ქულების სისტემით, ასევე გასაუბრებით, რომლის შედეგად გამოვლინდება 50 ფინალისტი. ისინი გაივლიან 5 დღიან გადამზადების პროგრამას ე.წ. „ქოუჩინგს“, რათა მოემზადონ საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პროექტის პრეზენტაციისთვის. გამარჯვებულ სტარტაპებს საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტი გამოავლენს, თითოეული მათგანი 150 000 ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს. თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია იმ სტარტაპებისთვის, რომელთა ჯამური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს ბოლო 12 თვის განმავლობაში. ასევე პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ იგი არ ეხება სპირტის ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებპორტალზე www.grants.gov.ge.
|
10-02-2023
წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
19-03-2019 ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა |
---|
20-01-2023 Türkiye Scholarships 2023 Applications |
23-11-2022 "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით Data Challenge-ი მეორედ იწყება |
17-03-2019 „ანაკლიის პორტი უნდა გახდეს კერძო საკუთრება“ - რამაზ გერლიანი |