|
484 |
---|
ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის კონკურსი
კულტურის სამინისტრო ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. 2023 წლის არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენის მთავარი თემა, გამოფენის კურატორის, ლესლი ლოკოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, არის „მომავლის ლაბორატორია“. კონკურსში შესარჩევად წარმოდგენილი პროექტის იდეა სწორედ ამ თემას უნდა ეხმაურებოდეს, მაგრამ, ამავდროულად, იგი უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს, როგორც უძველესი ევროპული ცივილიზაციის ქვეყნის, კულტურას, რაც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ჩვენი ეროვნული არქიტექტურული აზროვნების პოპულარიზაციას.
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს. საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს/პირთა ჯგუფს, განურჩევლად მოქალაქეობისა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, მონაწილე პირს, რომელიც შეიძლება იყოს არქიტექტორი, არქიტექტორთა ჯგუფი, არქიტექტურული ბიურო/სახელოსნო, არქიტექტურული კომპანია, ამ დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, კურატორი/შემოქმედებითი პროექტების ორგანიზატორი, ჰქონდეს საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებში მონაწილეობისა და კონცეპტუალური არქიტექტურული პროექტების/ნამუშევრების შექმნის გამოცდილება.
აგრეთვე, შესაძლებელია, არქიტექტორებისა და თანამედროვე ხელოვნებაში მომუშავე მხატვრების ერთობლივი არქიტექტურული პროექტის/ნამუშევრის წარმოდგენა. პროექტი უნდა ეხმიანებოდეს თანამედროვე არქიტექტურის ურბანულ, ეკოლოგიურ და სოციალურ გამოწვევებს და იყოს აქტუალური საერთაშორისო ინტელექტუალური, შემოქმედებითი და არქიტექტურული ტენდენციების თვალსაზრისით. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 22 ოქტომბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე ან ნაბეჭდი სახით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ან ელექტრონული ვერსია სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge. პირველ ეტაპზე, 2022 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდება კონკურსანტების მოკლე სია. მეორე ეტაპზე, 2022 წლის 14 დეკემბერს, გამოცხადდება გამარჯვებული პროექტი. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 15 დეკემბრისა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – https://cutt.ly/rB3afLm |
26-10-2022
წყარო: კულტურის სამინისტრო
15-04-2019 ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა |
---|
17-07-2019 ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება |
15-04-2019 გიორგი ქობულია – ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია |
26-01-2023 კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის |