EU4IM აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერ კონკურსს აცხადებს
ნავიგატორი
735

EU4IM აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერ კონკურსს აცხადებს

„ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის“ (EU4IM) საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამბების შექმნის მხარდასაჭერად დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის კონკურსს აცხადებს.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მედიებში დამოუკიდებლად მომუშავე გუნდებს თუ ინდივიდებს, რომლებსაც მწვავე, მაღალი საზოგადოებრივი ღირებულების მქონე, თუმცა კი დღემდე გაუშუქებელ თემებზე ამბების მომზადება სურთ.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მომუშავე სარედაქციო დამოუკიდებლობის მქონე გუნდებს და ჟურნალისტებსაც შეუძლიათ. ამისათვის, მათ უნდა ჰქონდეთ მნიშვნელოვან თემაზე მასალის შექმნის იდეა და სურდეთ მულტიმედიური ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამბის თხრობის ახალი უნარების სწავლა. 

ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეებმა უნდა აჩვენონ, რომ მათი მიზანი საზოგადოებრივ ინტერესს დააკმაყოფილებს. მათ, ამასთან, უნდა წარმოაჩინონ მულტიმედიური ამბის თხრობის ამბიცია და რეალისტური ბიუჯეტი. უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტებს, რომლებიც ახალი ფორმატებით ექსპერიმენტირებისთვის მზაობას გამოავლენენ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 26 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადის ფორმა

დახურვის თარიღი:

მარტი 26, 2023

წყარო: https://euneighbourseast.eu/

01-03-2023

წყარო: ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის

12-03-2019

BPN Georgia-ში სიახლეა!

29-03-2019

Google-ში თვლიან, რომ ევროკავშირის საავტორო უფლებებზე რეფორმა ეკონომიკის კრეატიულ სექტორს დააზიანებს

28-02-2019

ქართული ხილი და კენკრა: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი

31-03-2019

გიორგი ქობულია: ინვესტორებთან თანამშრომლობის უფრო ეფექტურ და გამარტივებულ სქემას ვქმნით

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ