პროგრამა რაჭის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის განვითარებისთვის
→ რაჭის პოპულარიზაციის გაზრდისა და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროექტს ,,გაიცანი რაჭა უფრო კარგად".
→ პროექტის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო ვებგვერდის შექმნა, მოეწყობა მცირე ტურები, გაიმართება ღონისძიებები, განთავსდება საინტერესო ინფორმაციები, ფოტო და ვიდეო მასალა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ რაჭული კულტურა, ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობის წესები, რაჭული სამზარეულო, საოჯახო მარნები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები, საინტერესო ადამიანები და სხვა...
→ პროექტის მიზანია რაჭის ცნობადობის გაზრდა და თითოეული სოფლის პოპულარიზაცია, რაც გამოიწვევს დამთვალიერებელთა მეტ ინტერესს და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.
→ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდოთ თქვენთვის ცნობილი, საინტერესო ამბები (ფაქტები, თქმულებები, ისტორიები, ლეგენდები, ,,რაჭული მარგალიტები“ ), რომლებიც უკავშირდება რაჭას, რაჭველებს, თითოეულ სოფელს, ისტორიულ–კულტურულ ძეგლებს, კოლორიტულ პიროვნებებს და ა.შ.
→ ისტორიები შეგიძლიათ დაწეროთ სტატუსის და კომენტარის სახით, ჰაშთაგის თანხლებით #გაიცანირაჭაუფროკარგად
→ გახდი პროექტის თანამონაწილე და გააცანი რაჭა უფრო მეტ ადამიანს!