|
| 1865 |
|---|
კერძო სექტორი, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დეტალებს გაეცნო
| საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, ახალი პროგრამის დეტალები მეწარმეებს, მინისტრმა გიორგი ქობულიამ გააცნო. საკრედიტო-საგარანტიო სქემა გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. ამ მიზნით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 1/04/2019 |

02-04-2019
წყარო: gcci
|
30-09-2019 თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება |
|---|
|
19-04-2019 საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin-ის საათით გადახდებს განახორციელებენ |
|
29-05-2019 ეროვნული ბანკი - სამომხმარებლო სესხები შემცირებას განაგრძობს, იპოთეკური სესხების ზრდა კი, აღმავალი ტენდენციით ხასიათდება |
|
20-12-2022 ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისთვის |