ტრენინგი: ჰუმანიტარულ პროცესებში შშმ ქალების ჩართულობა
ნავიგატორი
301


ტრენინგი: ჰუმანიტარულ პროცესებში შშმ ქალების ჩართულობა

"გაეროს ქალთა ორგანიზაცია" (UN Women) აცხადებს მიღებას ტრენინგზე "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების ჩართულობა ჰუმანიტარულ პროცესებში".

ტრენინგი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საქართველოში მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და გოგონათა საკითხებზე და მათ გაძლიერებაზე, მათ შორის თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებისთვის (OPDs) და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის.

ტრენინგი ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გაეროს სააგენტოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში "ინკლუზიური ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინელ ლტოლვილთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე", რომელიც დაფინანსებულია გაეროს პარტნიორობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის (UNPRPD) მიერ. ერთობლივ პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად საქართველოში ახორციელებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO).

ტრენინგის ადგილმდებარეობა: თბილისი
ტრენინგის ჩატარების თარიღები: 22-23 ივნისი, 2023
ტრენინგის ენა: ქართული

რეგიონებიდან ჩამოსულ ტრენინგის მონაწილეთა სასტუმროში განთავსების, ასევე ყველა მონაწილის სწავლების ხარჯებს დაფარავს გაეროს ქალთა ორგანიზაცია. გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაითვალისწინებს ტრენინგის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და უზრუნველყოფს გონივრულ მისადაგებას (მაგ. ჟესტური ენის თარგმანი, ადაპტირებული სასტუმრო და სატრენინგო სივრცე, ა.შ.).

ჩვენს შესახებ:

"გაეროს ქალთა ორგანიზაცია" (UN Women) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუშაობს მთელს მსოფლიოში. გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში მუშაობს სახელმწიფო და არასამთავრობო პარტნიორებთან ერთად გენდერული თანასწორობის მისაღწევად საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესაბამისად.

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების (OPDs) და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ცოდნის გაღრმავებას ჰუმანიტარულ პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონების ჩართულობის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების, პრაქტიკისა და მეთოდოლოგიების შესახებ. ტრენინგი შესაბამისობაში იქნება სააგენტოთაშორისი კომიტეტის გზამკვლევთან ჰუმანიტარულ აქტივობებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის საკითხებზე (IASC Guidelines on the Inclusion of Persons with Disabilities in Humanitarian Action) და ამავე კომიტეტის ჰუმანიტარული აქტივობების გენდერის სახელმძღვანელოსთან (IASC Gender Handbook for Humanitarian action.)

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომელთა საქმიანობა უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონების უფლებებსა და მათი გაძლიერების საკითხებს. ტრენინგს შესაძლებელია დაესწროს თითო ორგანიზაციიდან ერთზე მეტი ადამიანი. განაცხადები განიხილება ინდივიდუალურად.

განაცხადების მიღების პროცესი:

ტრენინგში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ekaterine.vachnadze@unwomen.org

სამოტივაციო წერილში უნდა იყოს აღწერილი კანდიდატის გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგოების და ქალების საკითხებში, რატომ სურს ტრენინგში მონაწილეობის მიღება და როგორ გამოიყენებს კანდიდატი ტრენინგის ფარგლებში მიღებულ ცოდნას სამომავლო საქმიანობაში. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს.

გთხოვთ, ელექტრონული განაცხადის სათაურში მიუთითოთ "შშმ პირების ჩართულობა ჰუმანიტარულ პროცესებში".

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 2 ივნისი.

 


 

წყარო: https://jobs.ge/

22-05-2023

წყარო: UN Women

29-08-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

23-03-2023

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

21-03-2019

„დსთ-ს ქვეყნები იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი"

25-06-2019

„ევროკავშირში 67%-ით მეტი საქონელი გავიტანეთ, ვიდრე რუსეთში“

25-06-2019

„ევროკავშირში 67%-ით მეტი საქონელი გავიტანეთ, ვიდრე რუსეთში“

29-08-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

23-03-2023

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

21-03-2019

„დსთ-ს ქვეყნები იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი"


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ