სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა
ნავიგატორი
1933


სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა

1-ლი მარტიდან საქართველოში სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რეგულაციის მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს დეტალური ინფორმაცია სარეალიზაციო ქსელში განთავსებული სურსათის შესახებ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.

ახალი რეგულაციით, გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი, კერძოდ, ეტიკეტზე განთავსდება ინფორმაცია სურსათის უვნებლობისა და კვებითი ღირებულების შესახებ, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, სურსათის შემადგენლობა შესაძლოა საზიანო იყოს სპეციფიკური მომხმარებლისათვის; ინგრედიენტები; ალერგენებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს განსხვავებული ფორმით, რაც განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის მქონე მომხმარებელს სწორი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო).

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნესსექტორს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დახლზე განთავსებულ პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გავრცელდება გარდამავალი პერიოდის რეგულაცია და კომპანიებს მიეცემათ მისი რეალიზების შესაძლებლობა.

ბიზნესსექტორისთვის მომზადებულია სახელმძღვანელო მითითებები მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რომელიც განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე.

როგორც ცნობილია, ტექნიკური რეგლამენტი ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად მომზადდა.

03-03-2019

წყარო: bpn

28-04-2023

ტაილანდის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად

29-05-2019

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი გრანტი მიიღო

03-03-2019

აზერბაიჯანი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებას 11%-ით გაზრდის

07-04-2023

სამთვიანი უფასო სასწავლო ვიზიტი იტალიაში

07-04-2023

სამთვიანი უფასო სასწავლო ვიზიტი იტალიაში

28-04-2023

ტაილანდის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად

29-05-2019

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი გრანტი მიიღო

03-03-2019

აზერბაიჯანი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებას 11%-ით გაზრდის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ