|
| 1988 |
|---|
პირველი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი ერთი წლით შეიცვლება
| 1-ელი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვლება. კერძოდ, შემცირდება ერთი საათით და ერთი წლის განმავლობაში მეტრო იმუშავებს დილის 06:00-დან 23:00 საათამდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. „ამისთვის გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი. პროექტის ფარგლებში, თბილისის მეტროში ძველი კაბელები ჩანაცვლდება 450 კმ. თანამედროვე, ISO-ს სტანდარტის კაბელით. ასევე, დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამნიავებელი და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორი", - განაცხადა მერმა. მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით ჩატარდება. |

05-06-2019
წყარო: imedinews.ge
|
16-06-2023 ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: მონაცემები ცვლილებებისთვის |
|---|
|
15-02-2019 ინფექციური საავადმყოფოს პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა |
|
15-03-2019 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით |
|
29-05-2019 მერია მუხიანში რადიოქალაქის საინვესტიციო პროექტზე აუქციონს აცხადებს |