საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნავიგატორი
1855

საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 5 მარტს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში, ტრენინგ ცენტრის ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოსა და  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით,  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობისშესახებ.  

ღონისძიება მიზნად ისახავდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო ურთიერთობებისა და პერსპექტივების მიმოხილვას. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ტოსატი. საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშემ - ქალბატონმა ელეონორ გარნიემ და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა მიმოიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • საფრანგეთის კვლევითი გარემო

  • საგრანტო სქემები და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები

  • სამეცნიერო გაცვლითი და მობილობის პროგრამები

  • საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი 2020’’

სესიის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.

05-03-2019

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონi

19-02-2019

„არეა ექსპო 2019“ - უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა საქართველოში!

07-10-2022

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო, საქართველო 2022

24-04-2019

ახალი კომპანია პანდა აპირებს, სარეკლამო ბაზარზე ერთფეროვნებას დაუპირისპირდეს

16-03-2023

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ