ახალი კომპანია პანდა აპირებს, სარეკლამო ბაზარზე ერთფეროვნებას დაუპირისპირდეს
ნავიგატორი
1906

ახალი კომპანია პანდა აპირებს, სარეკლამო ბაზარზე ერთფეროვნებას დაუპირისპირდეს

თამამი, დასამახსოვრებელი, აქტუალური - ასეთია პანდა - კრეატიული სააგენტო, რომელიც ბაზარზე ახალი იმიჯით შემოდის. "ჩვენ ვაკეთებთ პროპაგანდას" - ეს პანდას ახალი მიდგომაა, რომლითაც ქართულ მარკეტინგულ ბაზარზე აპირებენ დამკვიდრებას.

ახალი კამპანიით ისინი გამოდიან ერთფეროვნების წინააღმდეგ, რომელსაც თანამედროვე მარკეტინგულ ბაზარზე ხედავენ. ვიდეორგოლით პანდა ცდილობს თქვას, რომ საკმარისია გაიფიქრო და შეძლებ, რომ შენს გარშემო არსებული ერთფეროვნება დაარღვიო.

ერთფეროვნებას კი პანდა პირველ რიგში სოციალურ ქსელში არღვევს - დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და აქტიურ სივრცეში. კამპანიები ძირითადად სწორედ აქ იგეგმება და ხორციელდება, თუმცა სააგენტოს სხვა პლატფორმები და შესაძლებლობებიც აქვს.

სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ინდივიდუალურობა მათი კოზირია, რომელიც ქართულ ბაზარზე კიდევ ერთ ახალ სიტყვას იტყვის. პროპაგანდა კი მათთვის ის მექანიზმია, რომლითაც სათქმელის მიტანას მოხმარებლამდე შეძლებენ.

24-04-2019

წყარო: on.ge

30-09-2022

ქართული შესაფუთი მასალების ინდუსტრიის პირველი გამოჩენა საერთაშორისო გამოფენაზე

05-04-2019

DWV-ს „Get together“ ღონისძიება

21-07-2023

მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies

20-01-2023

პრაღის ეკონომიკური ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ