|
2871 |
---|
1-ლი აპრილიდან მთავრობა 50 ათასიდან 2 მილიონ ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა
საქართველოს მთავრობა 2019 წლის 1-ელი აპრილიდან საკრედიტო საგარანტიო მექანიზმს აამოქმედებს, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება. სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე, რომელთა მოცულობაც 50 000 ლარიდან იწყება და 2 000 000 ლარს არ აღემატება. საკრედიტო საგარანტიო სქემის ადმინისტრირებას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება ბანკის მიერ განხორციელდება. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გარანტია გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა - წარმოება, გადამუშავება, ექსპორტზე ორიენტირებულ საქონელი და მომსახურება (მათ შორის BPO), განათლება და სხვა. 2019 წლის ბიუჯეტში საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის რეზიდენტი მეწარმე-სუბიექტი, რომლის ბრუნვა 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს არ აღემატება. „საწარმოთა გამოკითხვაზე დაფუძნებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით - მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ჯერჯერობით, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სწორედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის იქმნება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში. საკრედიტო-საგარანტიო სქემის კონცეფცია ამჟამად დამუშავებისა და შეთანხმების პროცესშია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისად შეიძლება მისი კორექტირება მოხდეს. |
07-03-2019
წყარო: reginfo
03-05-2019 ბიზნესისთვის პროექტის GEclose2EU ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა |
---|
24-04-2019 მარიამ ქვრივიშვილმა Startup Grind-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა |
07-03-2019 მიმდინარე წელს ახალი პროექტი ,,დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“ ამოქმედდა. |
04-05-2019 პაშა ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კრწანისის ტყე-პარკი დაასუფთავა |