ევროკავშირის მხარდაჭერით ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებას უწყობს ხელს
ნავიგატორი
1868


ევროკავშირის მხარდაჭერით ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებას უწყობს ხელს

ევროკავშირის მხარდაჭერით, ალგეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ატრაქცია – თოკების პარკი მოეწყობა. ამის შესახებ საგრანტო ხელშეკრულება ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში 7 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ENPARD-ის განმახორციელებელი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ივანე გრიგოლაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ  და საკონსულტაციო ჯგუფ „GFA”-ს წარმომადგენელმა რამაზ გოხელაშვილმა.

„თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს.  ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ასევე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

ადმინისტრაციაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებასა და პოტენციალზე იმსჯელეს. ახალ ტურისტულ სეზონზე ვიზიტორები ახალაშენებული ვიზიტორთა ცენტრითა და კეთილმოწყობილი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ.

პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 250,000 ლარს, საიდანაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ENPARD პროექტის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი გრანტის ოდენობა წარმოადგენს 150,000 ლარს, ხოლო დარჩენილი 100,000 ლარის გამოყოფა განხორციელდება „კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა – საქართველო“ პროექტის ფარგლებში.

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)  „პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია ATA და ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი VVTG.“

11-03-2019

წყარო: Enpard

10-04-2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები ბერლინში შეხვედრებს მართავენ

28-02-2023

1 მარტიდან, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საქართველოში საქართველოს ფოსტა ჩაატარებს

17-07-2023

სტიპენდიები გერმანიაში

19-04-2019

„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ

19-04-2019

„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ

10-04-2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები ბერლინში შეხვედრებს მართავენ

28-02-2023

1 მარტიდან, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საქართველოში საქართველოს ფოსტა ჩაატარებს

17-07-2023

სტიპენდიები გერმანიაში


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ