„ მთაწმიდაზე, MKdevelopment -ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო„ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია კომერსანტს
ნავიგატორი
1665


„ მთაწმიდაზე, MKdevelopment -ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო„ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია კომერსანტს

მთაწმიდაზე, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია საფრთხეშია - განცხადებას სოციალურ ქსელში არსამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“ ავრცელებს.

 

ირკვევა, რომ წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ  MKdevelopment კორპუსის მშენებლობას იწყებს.

 

 „ამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან მიმდიდინარეობს სრულიად კანონიერი სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ არქიტექტურის სამსახურს პროექტი შეთანხმებული აქვს და მშენებლობის ნებართვაც გაცემულია! სინამდვილეში, გარდა იმისა, რომ ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას კანონით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს, ამასთანავე, აღნიშნული ტერიტორია შედის თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში, რომელსაც სხვანაირად მკაცრი დაცვის ზონად მოიხსენიებენ!

 

ეს ე.წ. კანონიერი გადაწყვეტილება არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება!შედეგად ვიღებთ, ისტორიული ქალაქის აღქმის გაუარესებას, საფრთხეს ვუქმნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც საძირკველი ფაქტიურად გამოცლილი აქვს, ვაშენებთ სარისკო გრუნტზე და საზოგადოებას ვუტოვებთ პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას!

 

თბილისის მერია / Tbilisi City Hall გზავნილი მიღებულია!“, - ვკითხულობთ არსამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მშენებლობას უკვე აპროტესტებენ ადგილობრივები, ურბანისტები და ხელოვნებათმცოდნეები. ისნის ფიქრობენ, რომ მშენებლობის გამო, ერთის მხრივ საფრთხე ტაძარს და ტერიტორიაზე მდებარე სახლებს ემუქრება, რადგან რელიეფი მოძრავი ქანებისგან შედგება. მეორეს მხრივ, აღნიშნული ტერიტორია შედის თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში და მსგავსი მშენებლობა ქალაქის კულტურული ნაწილის იერსახეს დაამახინჯებს.

 

საკითხთან დაკავშრებით განსახვავებული პოზიცია აქვს MKdevelopment - ის დირექტორს მიხეილ კუჭავას.  “კომერსანტთან საუბარში კუჭავა აცხადებს, რომ მშენებლობა ყველა კანონის დაცვით მიმდინარეობს.  MKdevelopment— ის დირექტორი განმარტავს, რომ ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას და  თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს პროექტი განხილული, მიღებული და დამტკიცებული აქვს.

 

 „ჩვენ კომპანიას (ამხანაგობას) დაწყებული გეოლოგიური კვლევიდან, გააჩნია ყველა იურიდიული საბუთი და დასკვნა აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით რომელიც მიმდინარეობს 8 მარტის ქ.38 ში, პროექტი დამტკიცებულია ახალი რეგულაციებით და გათვალისწინებულია ყველა უსაფრთხოების ნორმა, გავლილი აქვს ურბანული დაგეგმარების და ისტორიული საბჭოები, რომლის გარეშეც არ ხდება ქალაქის მუნიციპალიტეტში პროექტის შეთანხმება, რასაც საკმაოდ დიდი დრო და არქიტექტორების პროფესიონალური მუშაობა დასჭირდა, არანაირი კოეფიციენტი არ ყოფილა ნაყიდი და საცხოვრებელი შენდება იმ მოცულობის, რაც არსებული ზონალობით და კანონით არის გათვალისწინებული. მიწის სამუშაოებისთვის სპეციალურად შეირჩა კვალიფიციური კომპანია, რომელსაც იურიდიული პასუხისმგებლობა აქვს აღებული, როგორც ტექნიკურ ასევე ფინანსურ მხარეზე რაიმეს დაზიანების შემთხვევაში, მას ყოველდღიურ ტექნიკურ ზედამხედველობას უწევენ, როგოც კომპანიის წარმომადგენლები, ასევე პროექტის კონსტრუქტორი, გეოლოგი და ზედამხედველობის სამსახური, ასევე მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები, ნაწილი მათგანი შესრულებულია, ნაწილიც ახლა იწყება და ამ სამუშაოებსაც შეასრულებს კვალიფიციური კომპანია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და ისეთი სამუშაოები აქვს შესრულებული როგორიცაა, მაგალითად კაშხლების გამაგრება, ამ კომპანიასაც აღებული აქვს იურიდიული პასუხისმგებლობა, როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ მხარეზე რაიმეს დაზიანების შემთხვევაში,— განაცხადა მიხეილ კუჭავამ.

 

მიხეილ კუჭავა ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ორი ადამიანის გარდა ტერიტორიის განვითარება ყველასთვის მისაღებია.

 

„ჩვენ კომპანიას ასევე გააჩნია სურვილი და ხედვა ამ უბნის რეაბილიტაცია-განვითარებისა, არსებული გენერალური გეგმით დადგენილი პარამეტრების და რეგულაციების გათვალისწინებით, რომლის შესახებაც კარგად არის ცნობილი მოსახლეობისთვის და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდივიდუალურად თითოეულ მოსახლესთან და ეს მათი გადასაწყვეტია თუ რა შეთანხმებამდე მივალთ. მოგეხსენებათ არ არსებობს ისეთი მშენებლობის პროცესი, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს არ უქმნის ახლო მდებარე მოსახლეობას, რის გამოც ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ჩვენ ძალებს აღემატება რაიმეს შეცვლა, ერთადერთი ჩვენ რაც შეგვიძლია, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განვახორციელოთ მშენებლობის პროცესი. რაც შეეხება რამდენიმე მოსახლის, უფრო სწორად, ორის განსაკუთრებულ გაღიზიანებას, მათი პირადი ანგარება ამოძრავებთ . უამრავ ტყუილს და დეზინფორმაციას ავრცელებენ სოციალურ ქსელში თუ ტელევიზიით, როგორც კომპანიის მეპატრონეების, ასევე პროექტის თუ მისი ვითომ ლობისტების შესახებ. ამ პროექტის ლობისტი არის კანონი და ის რეგულაციები, რომელიც სრულად გავლილი და დაკმაყოფილებული აქვს ამ პროექტს. ტვერელის ეკლესია საუკუნეზე მეტი ხნის წინ იყო აგებული და ეს ფერდობი მიმდინარე მშენებლობის გარეშეც ითხოვდა გამაგრებით სამუშაოებს, მას ცოტა ხნის წინ შიგნით ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახლა ჩვენი მიზანია მშენებლობის დასრულების შემდეგ, ეკლესიის წინამძღვართან, საპატრიარქოსთან და მერიასთან შეთანხმებით, რითიც შევძლებთ დავეხმაროთ და კიდევ უფრო გავალამაზოთ ტვერელის ეკლესია, გავამწვანოთ და განვავითაროთ მიმდებარე ტერიტორია“, - განაცხადა მიხელ კუჭავამ.

 

„კომერსანტი“ საკითხთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურის პასუხს ელოდება, მათ პოზიციას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.

 

25-03-2019

წყარო: commersant.ge

26-10-2022

რონდელის ფონდის კონკურსი

29-03-2019

ქვეყნები შენგენის ზონაში, სადაც ქართველებს საზღვრის კვეთაზე უარს არ ეუბნებიან - თებერვლის სტატისტიკა

15-04-2019

კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

04-04-2019

საქართველოს ბანკი BOG Fintech-ის განვითარების მიზნით საუნივერსიტეტო პროგრამას ახორციელებს

04-04-2019

საქართველოს ბანკი BOG Fintech-ის განვითარების მიზნით საუნივერსიტეტო პროგრამას ახორციელებს

26-10-2022

რონდელის ფონდის კონკურსი

29-03-2019

ქვეყნები შენგენის ზონაში, სადაც ქართველებს საზღვრის კვეთაზე უარს არ ეუბნებიან - თებერვლის სტატისტიკა

15-04-2019

კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ