კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი sme და სტარტაპ სექტორისთვის
ნავიგატორი
1723


კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი sme და სტარტაპ სექტორისთვის

► 30-31 აგვისტოს ტექნოპარკში ტრენინგი: კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი SME და სტარტაპ სექტორისთვის ჩატარდება, რომელსაც ტრენერი: ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი გაუძღვება.

► ბიზნესის არსებობა და განვითარება კიბერსივრცის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. კიბერი არამარტო ყოველდღიური ფუნქციების შესრულების და ბიზნეს-პროცესების წარმოების არეალია, არამედ ჩართულობის, სათანადო ინფორმირებულობის, კავშირის ძირითად საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, კიბერსივრცის მზარდი გამოყენების პროპორციულად იზრდება რისკები. სამწუხაროდ კიბერსაფრთხეებზე სრული იმუნიტეტის გამომუშავება მსოფლიო მასშტაბით შეუსრულებელ მისიად რჩება.

► ბიზნესის წარმატებული განვითარება თანამშრომლების სწრაფ რეკრუტირებას, ოფისების დამატებას, წარმოების მასშტაბების ზრდას განაპირობებს. ასეთ დროს კიბერუსაფრთხოება როგორც წესი, ვერ ხვდება დღის წესრიგში. არადა ბიზნესის ზრდა მეტ კომპიუტერს, ინფორმაციას, მონაცემებს, სუსტ წერტილს და შესაბამისად მეც რისკებსაც მოიცავს. სწრაფი განვითარება ასევე გულისხმობს მეტ თანამშრომელს, რომელიც არასათანადოდ ერკვევა კიბერუსაფრთხოების საკითხებში, ხდება ონლაინ-თაღლითობის მსხვერპლი და საფრთხეს უქმნის ორგანიზაციას.

ტრენინგი პრეზენტაციებით, სავარჯიშოებითა და როლური თამაშებით ფოკუსირდება შემდგომ თემატიკაზე:

✔ კიბერუსაფრთხოების ტენდენციები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
✔ კიბერშეტევის ძირითადი სახეები და მათგან თავდაცვის გზები
✔ შიდა და გარე საფრთხეების მინიმალიზაციის მეთოდოლოგია
✔ კიბერუსაფრთხოების რისკებისა და გამოწვევების მართვა თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით
✔ საერთაშორისო და ადგილობრივი საკანონმდებლო ჩარჩო
✔ როგორ შევქმნათ კიბერუსაფრთხოების სწორი სტრატეგია კომპნიისათვის
✔ როგორ ავაწყოთ კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი მცირე კომპანიაში

► ტრენინგზე დასწრება თავისუფალია, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/30CxyIw

დღის წესრიგი:
1 დღე - 30 აგვისტო

10:00-11:30 - კიბერსივრცე - ძირითადი ტერმინები, საფრთხეები და აქტორები
11:30-12:00 - ყავის შესვენება
12:00-13:30 - Framework და compliance: კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმები და მათთან თავსებადობა. საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კრიტიკული სერვისები.
13:30-14:00 - ყავის შესვენება
14:00-15:00 - კიბერკრიმინალის მსოფლიო ტენდენცია: Data Breach ქეისები.

2 დღე - 31 აგვისტო

10:00-11:00 - ბიზნესის კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, საფრთხეები, გავრცელებული შეტევები.
11:00-12:00 - სავარჯიშო: კიბერუსაფრთხოება თქვენი ბიზნესისთვის
12:00-12:30 - ყავის შესვენება
12:30-14:00 - როგორ ავაწყოთ კიბერუსაფრთხოების სისტემა SME სექტორისთვის
14:00-14:30 - ყავის შესვენება
14:30-15:30 - სავარჯიშო: კიბერუსაფრთხოების სტრატეგია SME სექტორისათვის

27-08-2019

წყარო: ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia

25-04-2023

კონკურსი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისათვის

16-11-2022

DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება

15-02-2023

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN კლიმატის ცვლილებაზე სტუდენტურ კონკურსს აცხადებს

03-05-2019

ჩაისა და თაფლის ფესტივალი

03-05-2019

ჩაისა და თაფლის ფესტივალი

25-04-2023

კონკურსი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისათვის

16-11-2022

DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება

15-02-2023

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN კლიმატის ცვლილებაზე სტუდენტურ კონკურსს აცხადებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ