|
| 1754 |
|---|
ფონდის გენერალური დირექტორის ოფიციალური ვიზიტი DAAD-სა და DFG-ში
| მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, ბონში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის კვლევითი ფონდის (DFG) ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, ფონდსა და DAAD-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი (Memorandum of Understanding), რომელიც გულისხმობს ახალი პროგრამის - “მობილობის პროგრამა ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისთვის” (PPP Programmes for Project-Related Personnel) განხორციელებას. პოსტსაბჭოთა სივრციდან საქართველო იქნება პირველი სახელმწიფო, რომელთან ერთადაც DAAD აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს. გარდა ამისა, ფონდის გენერალური დირექტორი შეხვდა DFG-ს წარმომადგენლობას. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის განხორციელებასა და ერთობლივი ბილატერალური პროგრამების დაგეგმვაზე. გერმანიის კვლევითი ფონდის წარმომადგენლების მხრიდან ფონდში ვიზიტი იგეგმება მიმდინარე წლის სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც ისინი წარმოადგენენ DFG-ს სამეცნიერო პრიორიტეტებსა და დაფინანსების სქემებს. DFG-ს წლიური ბიუჯეტი 3,2 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება ყველა სამეცნიერო მიმართულება. |

11-03-2019
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
|
25-06-2019 იციკ მოშე: წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში |
|---|
|
06-06-2019 ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა |
|
15-02-2019 სახელმწიფო 50 000-200 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა |
|
16-05-2019 4 თვის მონაცემებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა |