ბათუმში ტაბიძის პირველ ჩიხში უკანონო ნაგავსაყრელი დაიხურა
ბათუმში ტაბიძის პირველ ჩიხში უკანონო ნაგავსაყრელი დაიხურა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან მუნიციპალური, საყოფაცხოვრებო და ინერტული ნარჩენები ადლიის ნაგავსაყრელზე გაიტანეს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში ბათუმის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც გათვალისწინებულია აღნიშნული ტერიტორიის მოვლა-პატრონობა მომავალში მასზე ნარჩენების არალეგალური განთავსების თავიდან არიდების მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის მოსწორების სამუშაოები.
ნაგავსაყრელის გაუქმება USAID პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ (WMTR II) ფარგლებში, CENN-ის მიერ აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.