ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება
ნავიგატორი
2050


ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება

15 მარტს, იაპონიაში, ქ. ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნებს ფორუმი გაიმართება. ღონისძიება, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, იაპონიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება.

ბიზნესფორუმში 20 ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი.

ბიზნესფორუმს მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის საპარლამენტო ვიცე-მინისტრი აკიმასა იშიკავა.

ფორუმის მსვლელობისას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გააცნობს.

დღის ბოლოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით, საქართველოს მთავრობის სახელით, გალა მიღება გაიმართება, რომელზეც 300-მდე იაპონური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია მიწვეული.

იაპონიაში ვიზიტის ფაგლებში, ასევე, დადგმილია ორმხრივი შეხვედრები იაპონური კომპანიების: TEPCO, TOSHIBA, Konica Minolta, HITACHI-სა და MItsubish Motors წარმომადგენლებთან.

13-03-2019

წყარო: bpn

06-06-2019

„თი-ბი-სი ჯგუფი“ ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლებს

30-05-2019

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა

16-05-2019

საქართველოში ტურისტული ატრაქცია „სადილი ცაში“ გაიხსნა

02-04-2019

Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს

02-04-2019

Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს

06-06-2019

„თი-ბი-სი ჯგუფი“ ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლებს

30-05-2019

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა

16-05-2019

საქართველოში ტურისტული ატრაქცია „სადილი ცაში“ გაიხსნა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ