|
| 1835 |
|---|
საქართველო–ბელარუსის საქმიანი საბჭო
| საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ბელარუსის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით გიწვევთ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 20 მარტს, საგამოფენო კომპლექს ExpoGeorgia-ში (ქ.თბილისი, ა.წერეთლის გამზ. N118, მე-11 პავილიონი). 14:30 საათზე გამოფენას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი - მამუკა ბახტაძე. გამოფენის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს-საბჭოს სხდომა. 15:30 საათზე ბიზნეს-საბჭოს სხდომას გახსნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე სერგეი ნაბეშკო. |

19-03-2019
წყარო: Georgian Chamber of Commerce and Industry
|
13-05-2019 ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით |
|---|
|
11-04-2019 აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს |
|
27-03-2023 ეკონომიკური მედია სკოლა მონაწილეეთა მეთვრამეტე ნაკადის მიღებას იწყებს. |
|
10-05-2019 ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო - იოსებ არჩვაძე |