საქართველოში კომბოსტო ირანიდან შემოდის - პროდუქტის იმპორტი გაორმაგებულია
ნავიგატორი
1642


საქართველოში კომბოსტო ირანიდან შემოდის - პროდუქტის იმპორტი გაორმაგებულია

საქართველოში კომბოსტოს იმპორტი გაორმაგებულია, ადგილზე წარმოება კი შემცირებული, რაც ამ პროდუქტის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. თებერვალში კომბოსტო 116%-ით გაძვირდა და ის იმ პროდუქტების ხუთეულში შევიდა, რომლებზეც ფასმა წელს ყველაზე მეტად მოიმატა.

„ბიზნესპრესნიუსისთვის“ საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის იანვარ-თებერვალში სულ 1352,9 ტონა კომბოსტო (თავიანი კომბოსტო, კოლრაბი, ბროკოლი და საკვებად ვარგისი ანალოგიური ბოსტნეული) შემოვიდა, მაშინ, როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 614,1 ტონა პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება 2018 წელს იმპორტის მთლიან მაჩვენებელს, გასულ წელს ქვეყანაში 1978, 6 ტონა კომბოსტო შემოვიდა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში კომბოსტოს იმპორტი განხორციელდა: თურქეთიდან - 668,6 ტონა, აზერბაიჯანიდან - 551 ტონა, ნიდერლანდებიდან - 8,4 ტონა, ირანიდან - 96,8 ტონა და სომხეთიდან - 28 ტონა.

2018 წლის იანვარ-თებერვალში კი პროდუქტი შემოვიდა: თურქეთიდან - 605 ტონა, ნიდერლანდებიდან - 1,6 ტონა და ირანიდან - 0,8 ტონა.

რაც შეეხება მთლიანად 2018 წლის მონაცემს, ქართველოში კომბოსტოს იმპორტი განხორციელდა: თურქეთიდან - 1525, 8 ტონა, ნიდერლანდებიდან - 28, 5 ტონა, აზერბაიჯანიდან - 309,9 ტონა, ირანიდან - 96,6 და სომხეთიდან 17,9 ტონა.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კომპოსტოს სახეობების (კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი) ადგილზე წარმოება 2017 წელს, 2011 წელთან შედარებით, განახევრდა. კერძოდ, 2011 წელს სულ 35,2 ტონა კომბოსტო იწარმოა, 2012 წელს - 34,4 ტონა, 2013 წელს - 26 ტონა, 2014 წელს -19,3 ტონა, 2015 წელს - 21,8 ტონა, 2016 წელს - 19,7 ტონა, ხოლო 2017 წელს – 17,4 ტონა.

21-03-2019

წყარო: bpn.ge

11-04-2019

სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით SOCAR-ი მოამარაგებს

15-04-2019

ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს, თევზის ფესტივალი ბათუმში და გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა

03-05-2019

ფერმერთა სკოლის უფასო სასწავლო პროგრამა – მიმდინარეობს რეგისტრაცია

17-02-2019

„საპარტნიორო ფონდს“ იაპონიის ელჩი ესტუმრა

17-02-2019

„საპარტნიორო ფონდს“ იაპონიის ელჩი ესტუმრა

11-04-2019

სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით SOCAR-ი მოამარაგებს

15-04-2019

ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს, თევზის ფესტივალი ბათუმში და გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა

03-05-2019

ფერმერთა სკოლის უფასო სასწავლო პროგრამა – მიმდინარეობს რეგისტრაცია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ