მარკეტოლოგი და მენეჯერ-ანალიტიკოსი - რომელია მომავლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია
ნავიგატორი
4033


მარკეტოლოგი და მენეჯერ-ანალიტიკოსი - რომელია მომავლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია

პროფესიის არჩევისას ბევრი ფიქრი გვიწევს - ავირჩიოთ ისეთი პროფესია, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების რეალიზებაში და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფს ჩვენს ცხოვრებას.

აშშ-ის შრომითმა ბიურომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც საუბარია სხვადასხვა პროფესიაზე, რომელიც ექსპერტების აზრით, 2026 წლისთვის ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი იქნება.

სისტემის ანალიტიკოსი

2026 წლამდე გაჩნდება 54 400 ახალი სამუშაო ადგილი

წლიური საშუალო ხელფასი იყო: 88 270 დოლარი

განათლების დონე: ბაკალავრი

საინფორმაციო ტექნოლოგიები დროთა განმავლობაში ჩვენს ცხოვრებაში უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს. მათ გარეშე დღეს უკვე არცერთი დაწესებულება თუ დიდი ბიზნესი არ მუშაობს. სწორედ ამიტომ, საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემის ანალიტიკოსები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები იქნებიან, რადგან მათი მუშაობისას ბიზნესი ახალ ტექნოლოგიებს უფრო პროდუქტიულად გამოიყენებს.

სახელოსნო ბრიგადის ხელმძღვანელი

2026 წლამდე გაჩნდება 75 800 ახალი სამუშაო ადგილი

წლიური საშუალო ხელფასი იყო - 64 070 დოლარი

განათლების დონე: უმაღლესი

როგორც ექსპერტები ამბობენ, სამშენებლო ინდუსტრია დროთა განმავლობაში გაიზრდება, სწორედ ამიტომ, ხელოსანთა ჯგუფს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც მოაწესრიგებს ყველა საკითხს, რათა მშენებლობა წარმატებით წარიმართოს. ამასთან, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბრიგადის ხელმძღვანელი მაღალკვალიფიციური პირი უნდა იყოს.

პროგრამისტი

2026 წლამდე გაჩნდება 47 100 ახალი სამუშაო ადგილი

წლიური საშუალო ხელფასი იყო 107 600 დოლარი

განათლების დონე: ბაკალავრი

ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, მნიშვნელოვანია კომპანიას ჰყავდეს კარგი პროგრამისტი. ამ საქმის პროფესიონალები ყველა სფეროში მაღალანაზღაურებადნი იქნებან.

ფიზიოთერაპევტი

2026 წლამდე გაჩნდება 67 100 ახალი სამუშაო ადგილი

წლიური საშუალო ხელფასი იყო 86 850 დოლარი

განათლების დონე: პროფესორის ხარისხი

ფიზიოთერაპევტი - ექიმი, სპეციალისტი, რომელსაც მაღალი დონის განათლება ექნება და რომელიც დაგვეხმარება, დაზიანებული მამოძრავებელი სისტემის აღდგენაში თუ კიდევ სხვა პრობლემის გადაჭრაში, ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და პოპულარული პროფესია იქნება.

სამედიცინო სფეროში მოღვაწე პედაგოგები

2026 წლამდე გაჩნდება 60 600 ახალი სამუშაო ადგილი

წლიური საშუალო ხელფასი იყო 97 870 დოლარი

განათლების დონე: პროფესორის ხარისხი

აშშ-ის შრომითი ბიუროს სტატისტიკის მიხედვით, სამედიცინო სფერო და განსაკუთრებით, ის ადამიანები, ვინც ამ სფეროში ლექციებს წაიკითხავს, მაღალ ანაზღაურებასაც მიიღებენ.

საინფორმაციო სისტემის მენეჯერი

2026 წლამდე გაჩნდება 44 200 ახალი სამუშაო ადგილი

წლიური საშუალო ხელფასი იყო 139 220 დოლარი

განათლების დონე: ბაკალავრის ხარისხი

ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, ადამიანი მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა წყაროდან უამრავ ინფორმაციას იღებს, დროთა განმავლობაში კი ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა, კომპანიებმა დაიქირაონ პროფესიონალი, რომელიც სწრაფად ადაპტირდება და აუღებს ალღოს იმ სიახლეებს, რომელიც ამ ეპოქაში ჩნდება. სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ამ ადამიანთა დიდი წვლილი იქნება კომპანიების განვითარება.

სამეწარმეო სფეროში მოღვაწე სპეციალისტები

2026 წლამდე გაჩნდება 90 300 ახალი სამუშაო ადგილი

წლიური საშუალო ხელფასი იყო 70 010 დოლარი

განათლების დონე: ბაკალავრის ხარისხი

ამ ჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომლებიც კონსულტაციებს გაწევენ საოჯახო მეურნეობის წარმატებით მართვაში, მოაწესრიგებენ და უზრუნველყოფენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხს და სხვა.

ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე მენეჯერები

2026 წლამდე გაჩნდება 72 100 ახალი სამუშაო ადგილი

წლიური საშუალო ხელფასი იყო 98 350 დოლარი

განათლების დონე: ბაკალავრის ხარისხი

კერძო სამედიცინო სფერო ბოლო წლებში ბევრ წარმატებას აღწევს, შეიძლება ითქვას, რომ ეს სფერო საკმაოდ კარგად განვითარდა. სამედიცინო სფეროს მენეჯერს ამ სფეროში სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელობა ევალება. მის მოვალეობაში პერსონალისა და ფინანსური საკითხების კონტროლი შედის.

მარკეტოლოგი

2026 წლამდე გაჩნდება 138 300 ახალი სამუშაო ადგილი

წლიური საშუალო ხელფასი იყო 63 230 დოლარი

განათლების დონე: ბაკალავრის ხარისხი

მარკეტოლოგი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც სფეროში არსებული სხვადასხვა ახალი ინფორმაციის კვლევას, ანალიტიკას და შემდეგ შეჯამებას აკეთებს. სრულყოფილად ფლობს ანალიზის სხვადასხვა მეთოდს და აქვს უნარი, გააკეთოს პროგნოზი, რას უნდა ელოდოს კომპანია.

მენეჯერ-ანალიტიკოსი

2026 წლამდე გაჩნდება 115 200 ახალი სამუშაო ადგილი

წლიური საშუალო ხელფასი იყო 82 450 დოლარი

განათლების დონე: ბაკალავრის ხარისხი

ანალიტიკოსი, რომელიც მენეჯერული თვისებების მატარებელია, დროთა განმავლობაში უფრო მეტად იქნება დაფასებული სხვადასხვა კომპანიაში, რადგან მისი საქმიანობა ბიზნესისთვის ძალიან მომგებიანი და საჭირო იქნება.

25-03-2019

წყარო: bpn.ge

16-03-2023

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024

01-05-2023

კონკურსი გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად

08-04-2019

საქართველო დუბაიში გამართულ ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე მეორედ წარდგება

21-12-2022

სტიპენდიები ისრაელში

21-12-2022

სტიპენდიები ისრაელში

16-03-2023

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024

01-05-2023

კონკურსი გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად

08-04-2019

საქართველო დუბაიში გამართულ ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე მეორედ წარდგება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ