|
| 2038 |
|---|
საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ 0.5%-ია - ISET
| რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის შეცერების საკითხს „აისეტიც“ ეხმაურება. ორგანიზაციაში ქართულ ეკონომიკაზე რუსი ტურისტების შემცირების ეფექტს აფასებენ და აღნიშნავენ, რომ საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ 0.5%-ია. „ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ბევრი ღელავს, რომ რუსეთის მიერ დაწესებულმა აკრძალვამ საქართველოს მიმართულებით ფრენებზე შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს საქართველოს ტურიზმის სექტორსა და ზოგადად, ეკონომიკას. ციფრები კი შემდეგს გვეუბნება: ტურიზმის წილი ეკონომიკაში 7.6%-ია, რუსი ტურისტების მიერ შეტანილი წვლილი ეკონომიკაში 1.8%-ია, ხოლო საჰაერო გზებით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი – 0.5%,“-აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში. |

25-06-2019
წყარო: bpn.ge
|
28-12-2022 Data for Crisis Fellowship |
|---|
|
02-05-2019 საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა |
|
02-05-2019 კორპორაცია Apple-ი Qualcomm-ს სულ მცირე 4,5 მილიარდ დოლარს გადაუხდის |
|
18-04-2023 უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლა |