დიდ ბრიტანეთში ქართული ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა
ნავიგატორი
2197

დიდ ბრიტანეთში ქართული ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა

ერთ წელზე მეტი მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად, 17 აპრილს, გაერთიანებულ სამეფოში ქართული ქვევრის ღვინის პირველი მუზეუმი და მარანი გაიხსნა პლამტონის სოფლის მეურნეობის კოლეჯის ტერიტორიაზე.

პროექტის ინიციატორი ბრიტანული კომპანიის „Aritisan Cru“ დამფუძნებელი, ქართველი თანამემამულე ჰენრი მჭედლიშვილი გახლავთ, რომელმაც თავისი ჩანაფიქრი პლამტონის კოლეჯის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, ასევე ქართული ღვინის კომპანიის „შუმის მეღვინეობის“ სპონსორობით განახორციელა.

მუზეუმი და მარანი ხელს შეუწყობს კოლეჯის სტუდენტებისთვის ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.

მუზეუმისა და მარნის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, რომელმაც საპატიო სტუმრის სტატუსით კოლეჯის ტერიტორიაზე საფერავის ყურძნის ჯიშის ვაზი დარგო.

მუზეუმის დათვალიერება და მარანში დაყენებული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია შესაძლებელია ყოველ შაბათ-კვირას 12:00 და 15:00 საათზე. მუზეუმი სტუმრებს ტრანსპორტირებით უზრუნველყოფასაც სთავაზობს. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაციისთვის მიმართეთ მეილზე: contact@bgcc.org.uk.

30-04-2019

წყარო: სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო

29-10-2019

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

05-04-2019

ბულგარეთი საქართველოსთან საჰაერო ტრანსპორტის განვითარებით არის დაინტერესებული

17-03-2019

„ჩვენი პროგნოზით, წელს სადაზღვევო ინდუსტრია 50 მილიონ ლარამდე მოგებაზე გავა“

19-03-2019

სენაკში ლურჯი მოცვის პლანტაცია სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ