|
1303 |
---|
„თუ გენერაციის ახალი წყაროები არ დაემატა, დენის იმპორტი ზაფხულშიც აუცილებელი გახდება“
Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი გადაცემაში „საქმიანი დილა“ საუბრობს ელექტროენერგიის მოხმარების სწრაფ ზრდაზე, მის სირთულეებსა და იმ გზებზე, თუ როგორ მოგვარდეს ეს პრობლემა.
„კვლევაში, რომელიც გამოვაქვეყნეთ, ნავარუდევია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების 5.7%-იანი სტაბილური ზრდა იქნება, რაც გულისხმობს, რომ 2030 წლისთვის მოხმარება გახდება ორმაგი. ყოველთვის გვაქვს ვარიანტი, რომ გავაკეთოთ იმპორტი, ან ავაშენოთ ახალი სადგური, უბრალოდ გააჩნია რა ტემპით აშენდება. ბოლო წლებიდან გამომდინარე მოხმარების ტემპი ბევრად აჭარბებს გენერაციის ტემპს“ - აცხადებს გალტენთაგარდის ანალიტიკოსი.
ჩახვაშვილი საუბრობს ვარიანტებზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს გენერაციის გეგმა. მისი თქმით, ცუდი სცენარია, ის, რომ დავრჩეთ იმპორტდამოკიდებულები და ეს რაოდენობა ნელ-ნელა უფრო გაიზარდოს, ხოლო საშუალო სცენარია ის, რომ ავაშენოთ სადგურები და დაკმაყოფილდეს არა მარტო ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნები, არამედ ექსპორტზეც გავიდეს.
ის საუბრობს ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზეც და აცხადებს, რომ ყველაზე დიდი პოტენციალი საქართველოს აქვს ჰიდრო მიმართულებით, რომელთა უმეტესობაც აუთვისებელია, მათ შორის არის ქარი და მზეც.
„ქარის დადებითი მხარეა სეზონურობის პრობლემის აღმოფხვრა, მაგალითად თუ ჰიდრო ზაფხულში უფრო მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო ზამთარში ნაკლებს, რა დროსაც მოხმარება უფრო მეტია, ქარის შემთხვევაში ეს თითქმის თანაბრად ხდება და მეტიც, ზამთარში ქარების სეზონიდან გამომდინარე მეტ ელექტროენერგიას გვაძლევს“,- ამბობს ჩახვაშვილი.
მისი თქმით, ყველაზე კარგი ვარიანტია, როდესაც ორივე ტიპის სადგური ერთად მუშაობს.
„დღეს მომხმარებლების დაახლოებით 75%-ს აკმაყოფილებს ჰიდრო, რაც ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა იმპორტი მაინც გვჭირდება, წელს ავედით 11%-ზე, რაც 16%-იანი საშუალო წლიური ზრდაა ბოლო 5 წელიწადში და თანხობრივად 80 მილიონამდეა. დღეს საქართველოში დიდი წილია თბოსადგურები, თბოსადგური ფაქტობრივად იმპორტის ანაცვლებს, რადგან თბოსადგური მუშაობს იმპორტირებულ გაზზე. გვაქვს ერთი ქარის სადგურიც რომელიც 0.8%-ია მთლიანი გენერაციის, თუმცა რაღაც პროექტები არსებობს და შეიძლება ეს წილი გაიზარდოს“ -აცხადებს ჩახვაშვილი.
მისივე თქმით, 2021-22 წლები არის კრიტიკული, ამიტომ თუ ახალი გენერაციები არ დაემატა, ზაფხულშიც აუცილებელი გახდება იმპორტი.
„დღეს საქართველოში ფასები თითქმის სტაბილურია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 4.8-4.9 ცენტის ფარგლებში. აქამდე თურქეთი განიხილებოდა, როგორც საექსპორტო ბაზარი, სადაც ხუთი წლის წინ ფასი იყო 9 ცენტი, თუმცა, შემდეგ დაიწია და გაუთანაბრდა საქართველოს საბითუმო ფასს. მიუხედავად ამისა, თურქეთის ბაზარი ჩვენთვის კვლავ რჩება მნიშვნელოვან ბაზრად, პირველი იმიტომ, რომ ეს არის საექსპორტო ბაზარი და პირველად 2018 წელს გაკეთდა იმპორტი და შეიძლება საიმპორტო ბაზრადაც ჩაითვალოს“,- აცხადებს ჩახვაშვილი. |
25-03-2019
წყარო: commersant.ge
29-05-2019 ივა ჭყონია - ლარის დღევანდელი კურსი იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის კრიტიკულია, მოსალოდნელია ფასების ზრდა |
---|
11-03-2019 ევროკავშირის მხარდაჭერით ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებას უწყობს ხელს |
31-05-2019 აპრილში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა |
07-05-2019 ირაკლი ლექვინაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა |