|
1338 |
---|
„როდესაც მოსახლეობას უჭირს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც იზრდება“
კრიმინალის ზრდის მაჩვენებლებს გაჭირვებასა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს პროფესორი ლადო პაპავა. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „როდესაც მოსახლეობას უჭირს და ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც იზრდება“. „ის, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, სიღარიბე მაღალ დონეზეა და მოსახლეობას უჭირს, ცნობილია და გიორგი კვირიკაშვილიც ოფიციალურად სწორედ მაგას შეეწირა. როდესაც მოსახლეობას უჭირს და ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც მატულობს. ჩვენ მხოლოდ პრობლემის მწვერვალს ვხედავთ, რაც კრიმინალის ზრდაში გამოიხატა, მაგრამ თუ ფესვებს - მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას არ მივხედავთ, მარტო პოლიციური ქმედებების განხორციელება და მიდგომა - „ყველა ციხეში“, დაღუპავს ქვეყანას,“-აღნიშნა პაპავამ. მისივე თქმით, როდესაც სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ხშირია ისეთი დარღვევები რომელიც წვრილმან ქურდობასთან, დაყაჩაღებასთნ არის დაკავშირებული, როცა 100-200 ლარის გამო ხდება დაყაჩაღება, ან მოზარდები გატეხავენ მაღაზიას, ეს ყველაფერი კი ლადო პაპავას შეფასებით, მხოლოდ გაჭირვების შედეგია. „იანვრიდან ამოქმედდა საბანკო რეგულაციები, რომლითაც შეიზღუდა კრედიტების გაცემა, რაც სწორი იყო, თუმცა, მაშინ როცა ხალხი კრედიტებით ცხოვრობდა, საჭირო იყო ამ შეზღუდვებს მთავრობის მხრიდან ადეკვატური პროგრამებიც მოყოლოდა, რომელიც ინკლუზიურ ზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული. ამაზე დიდი ხანია საუბრობს ხელისუფლება, მაგრამ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა არ არის, თუ მხოლოდ მათ მოვთხოვთ პრობლემის გადაწყვეტას, პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობისკენ ვუბიძგებთ, რაც არ გვინდა,“-აღნიშნავს პაპავა. ცნობისთვის, 2019 წლის იანვრის მონაცემებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.93%-ით არის გაზრდილი. |
26-03-2019
წყარო: bpn.ge
25-06-2019 მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ კერძო სექტორთან პრობლემების აღმოსაფხვრელად |
---|
14-03-2019 საქართველომ რეკორდული რაოდენობის ვაშლის ექსპორტი განახორციელა |
25-03-2019 კონსულტაცია ბიზნეს გეგმის შედგენაში |
15-04-2019 რა თანხა შედის ბიუჯეტში თამბაქოს რეალიზაციიდან |