ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს
ნავიგატორი
2470


ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს

ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და ევროკომისია თითქმის შეთანხმდნენ ახალ რეგლამენტზე, რომელიც გზებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას შეეხება. როგორც ევროკომისიის პრეს-სამსახური იუწყება, ახალი წესების შესაბამისად 2022 წლიდან ავტომწარმოებლები ვალდებულები იქნებიან ის ავტომობილები, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე გაიყიდება, ე.წ. „შავი ყუთებით“ და უსაფრთხოების დამატებითი ტექნოლოგიებით აღჭურვონ.

საბორტო ჩამწერები (შავი ყუთი), რომელთა მონაცემების გამოყენება ავტოსაგზაო შემთხვევის დასადგენად გამოიყენება და დააფიქსირებს, თუ რამდენად ყურადღებიანად იყო მძღოლი გზაზე, ყველა ახალი წარმოების ავტომობილში გახდება სავალდებულო. გარდა ამისა ახალი ავტომობილები უნდა აღიჭურვოს სავალ ზოლში შემაკავებელი სისტემით, გადაუდებელი დამუხრუჭების სისტემიტა და გაუმჯობესებული უსაფრთხოების ღვედებით.

ევროკომისიაში იმედოვნებენ, რომ შესაბამისი ზომები ევროკავშირს წლიურად 140,000 მძიმე ტრამვას აარიდებს და სულ ცოტა 25 ათას სიცოცხლეს გადაარჩენს, რომელიც ევროკავშირს დაახლოებს მის დასახულ მიზანთან - ნულოვანი სიკვდილი გზებზე.

ახალი რეგლამენტი განსახილველად ევროპარლამენტს გადაეგზავნება, შემდეგ კი დასამტკიცებლად ევროსაბჭოს.

29-03-2019

წყარო: bpn.ge

17-03-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში

23-02-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

26-02-2019

ილონ მასკს მორიგი ტვიტის გამო ედავებიან

18-02-2019

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და CNFA საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

18-02-2019

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და CNFA საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

17-03-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში

23-02-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

26-02-2019

ილონ მასკს მორიგი ტვიტის გამო ედავებიან


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ